reportiori.ge - ბიოგრაფიული ენციკლოპედია - „საქართველოს ენერგეტიკოსების“ პრეზენტაცია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:55
პოლიტიკა
ბიოგრაფიული ენციკლოპედია - „საქართველოს ენერგეტიკოსების“ პრეზენტაცია
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 14:16


ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბიოგრაფიული ენციკლოპედიის „საქართველოს ენერგეტიკოსების" მეორე გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო.


ბიოგრაფიული ენციკლოპედია „საქართველოს ენერგეტიკოსები"  წელს მეორედ გამოიცა და მასში შესულია  800-მდე გამოჩენილი მეცნიერის, სპეციალისტის, პრაქტიკოსი ინჟინრისა და  ხელმძღვანელი პირების ბიოგრაფიული მონაცემები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების საქმეში.


ბიოგრაფიული მონაცემები  მოიცავს გვარის, სახელის, ცხოვრების წლების, დაბადების ადგილის, უმაღლესი სასწავლებელის, სწავლის პერიოდის, სპეციალობის, სამეცნიერო ხარისხებისა და წოდებების, საპატიო წოდებების, პროფესიული, ჯილდოებისა და მათი მინიჭების თარიღების, სამუშაო ადგილის, თანამდებობის,  მუშაობის წლებისა და  სხვა განასკუთრებული მიღწევების შესახებ უტყუარ ცნობებს.


ენციკლოპედია პირველად 2010 წელს  გამოიცა, მასში შესული იყო  600-მდე ღვაწლომისილი ენერგეტიკოსის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები.  


ბიოგრაფიული ენციკლოპედია „საქართველოს ენერგეტიკოსების" განახლება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერით მოხერხდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016