reportiori.ge - „ალფამედიკ კონსორციუმი“ და საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:44
საზოგადოება
„ალფამედიკ კონსორციუმი“ და საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 14:32


ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის თბილისის სამი საავადმყოფოს (რესპუბლიკური, ონკოლოგიური, ბავშვთა ინფექციური) სრულ რეაბილიტაციაზე და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს მშენებლობისთვის ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ალფამედიკის მიერ წარმოდგენილი   სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის დეტალები  განიხილეს. პროექტის პრეზენტაცია მათ „ალფამედიკის" სატენდერო განვითარების ხელმძღვანელმა ლეო მაკკენამ წარუდგინა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრები და განხილვები,  რომელშიც უშულოდ საავადმყოფოების ხელმძრვანელებიც მონაწილეობდნენ,  დასრულდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ „ალფამედიკი" თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში ნახევარ მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე.  სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა  სრულყოფილი და მიმზიდველი შემოთავაზება „ალფამედიკ კონსორციუმმა" (AlphaMedic Consortium) წარადგინა.



ჯანდაცვის სამინისტროში დადებითად აფასებენ „ალფამედიკის" მიერ წარმოდგენილ   სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტს და  აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის კონსორციუმით საქართველო არ არის განებივრებული. ამასთან მიაჩნიათ, რომ ალფამედიკის კონსორციუმი და საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის (PPP) მოდელი - ეს არის ყველაზე თანამედროვე მართვის მოდელი და მსოფლიოს ჯანდაცვის საუკეთესო პრაქტიკების შერწყმა. „ინვესტორების ხარისხი საკმაოდ მაღალია, ალფამედიკის კონსორციუმს წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული  კომპანიები მრავალი ათწლეულის უზარმაზარი გამოცდილებითა და ფინანსური მდგრადობით. ჩვენ მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც   რეგიონში  ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება", - ითქვა კონფერენციაზე და აღინიშნა, რომ ეს იქნება 21-საუკუნის პროექტი-განსხვავებული ყველა აქამდე განხორციელებული პროექტისგან.



„ალფამედიკის" სატენდერო განვითარების ხელმძღვანელის ლეო მაკკენას განმარტებით, კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში სამი კლინიკის თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური ცენტრის სრული რეაბილიტაცის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება ნახევარ მილიარდი დოლარი იქნება:



ეს გახლავთ გაუმჯობესებული ჯანდაცვა პაციენტებისათვის თბილისში და თბილისის ტერიტორიაზე, ასევე თანამედროვე ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულების განვითარება, ასევე ადგილობრივი კონპანიებისთვის კომერციული შესაძლებლობების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს ინვესტიცია იქნება როგორც კატალიზატორი ამ რეგენერაციისათვის, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ასევე ბევრი სარგებელია თუნდაც არა ჯანდაცვის სფეროდან გამომდინარე. PPP არის ურთიერთობა და თანამშრომლობა  კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას და განვითარდეს ინფრასტრუქტურა ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოების სფეროში. ინვესტიცია იქნება დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე.   პირველი ფაზა იქნება დაახლოებით 18 თვის შემდეგ მოწოდებული. პროექტი კონრაქტის გაცემიდან სამი წლის თავზე უნდა დასრულდეს. პროექტის ფინანსური დახურვა უნდა მოხდეს ამ წლის ივნისში. პროექტი 36 თვის განმავლობაში განხორციელდება და პროექტის პირველი ფაზა ონკოლოგიური კლინიკის რეაბილიტაციას მოიცავს. მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვარჩიეს სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისათვის. ალფამედიკი მოხარულია, რომ მიეცა საშუალება თავისი ინვესტიციების საშუალებით შემოვიდეს საქართველოში და განავითაროს ეს სექტორი. ჩენ ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორებთან შემდგომშიც ვითანამსრომლებთ, რათა ეს პროექტი გახდეს თბილისის მოსახლეობისა და პაციენტებისათვის მიმზიდველი და წარმატებული. გვჯერა, რომ ჩენს კონსორციუმს გააჩნია ის საშუალებები და სიმძლავრე, რაც ამ პროექტის წარმატებას განაპირობებს", - განაცხადა ლეო მაკკენიმ.

 


„ალფამედიკის" ჯანდაცვის დაგეგმვის  სპეციალისტი კოლინ ქერი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და პროექტის მნიშვნელობაზე მიანიშნებს: „თბილისი შესანიშნავი ქალაქია. შესანიშნავი ადგილია შერჩეული ახალი ჰოსპიტალისთვის. რესპუბლიკური საავადმყოფო არის მთავარი ჰოსპიტალი გადაუდებელი დახმარების განყოფილებითა და  ლაბორატორიებით. გეგმაში გვაქვს, მოვშალოთ   მეორე და მესამე სართულები, გარდა კოლონებისა და სვეტებისა. ხელს არ ვახლებთ მათ. თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველაფერი შეიცვლება. პირველ ფაზაში განვახორციელებთ ნგრევით სამუშაოებს. ამ ჰოსპიტალის უკან იქნება ახალი ონკოლოგიური ცენტრი ირგვლივ ხეებით, რათა პაციენტმა უკეთ იგრძნოს თავი. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის კუთხით ის, რომ ჰოსპიტალს ჰქონდეს სასიამოვნო ხედი და შემოდიოდეს დღის სინათლე. ამას ჩვენ გავაკეთებთ. პირველ რიგში ჩავაბარებთ ონკოლოგიურ ცენტრს. შემდეგ დიაგნოსტიკურ განყოფილებებს. მეორე ფაზა მოიცავს  ახალი და უფრო დიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას. ამ ტეროტორიაზე იქნება ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოც. თუმცა ეს იქნება მხოლოდ ინფექციური ნაწილი, და არა მთელი პედიატრიული განყოფილება. ახალი საავადმყოფო დაპროექტებული იქნება გაერთიანებული სამეფოს სტანდარტების მიხედვით. ჩვენ, როგორც არქიტექტორებს, ურთიერთობა გვაქვს ამერიკელ, შვედ, გერმანელ არქიტექტორებთან. არსებობს ამ ქვეყნებში მსგავსი საერთო სტანდარტები, რაც დაკმაყოფილებული უნდა იქნას. თანამედროვე ჰოსპიტალები ყველგან მსოფლიოში დაახლოებით ერთნაირია. ჩვენ ვცდილობთ, რომ თბილისის შემთხვევაში საავადმყოფოს ჰქონდეს მწვანე ხედი, ფანჯრებში შემოდიოდეს მზის სინათლე, რაც მათ განკურნებასა და გამოჯანმრთელებაში  დაეხმარებათ. მზის სინათლე არამარტო პაციენტებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ჰოსპიტალში მომუშავე  პერსონალისთვის. ბრიტანეთში, გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებში ეს კანონმდებლობითაც მოითხოვება. ცხადია, ინფექციების კონტროლის ქვეშ მოქცევა საავადმყოფოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის სასტუმრო, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც პაციენტი თავს რაც შეიძლება კარგად, მშვიდად და დაცულად იგრძნობს".

 

 

კოლინ ქერიმ კომპანიისა და საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „კომპანიამ „კეპი დიზაინ არქიტექტორები" მუშაობა დაიწყო 1854 წელს, რომელიც  100 წელზე მეტია  ქმნის ჯანდაცვის პროექტებს. თავად  მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს . ამ დროის განმავლობაში PPP პროექტებზე 20 წელია ვმუშაობ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ არქიტექტორებმა არამარტო უნდა დააპროექტონ შენობები და გადასცენ მფლობელებს, არამედ მათი მიზანია შენობების დაპროექტება და მორგება კლიენტზე, მასთან შეთანხმებით. ამ მიმართლბით ვაძლევ რეკომენდაციებს, თუ რა სჭირდებათ არქიტექტურული თვალსაზრისით. ცხადია, ეს მოითხოვს ცოდნას იმისა, რომ უკეთ გვესმოდეს და ვიცოდეს  ექიმების საჭიროებებიც". ქერიმ PPP ტიპის პროექტის მნიშვნელოვანელობასაც გაუსვა ხაზი:   „საბოლოოდ ჰოსპიტალი ხომ პაციენტებისა და ექიმების სამსახურში რჩება. დაახლოებით 15 წლის წინ დავაპროექტეთ ედინბურგსა და შოტლანდიაში ანალოგიური ჰოსპიტალი, როგორსაც ახლა თბილისში ვიწყებთ. „კეპი დიზაინიც" შოტლანდიაშია დაფუძნებული. ჩვენი ძირითადი პროფესიული მიზანია, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი კლიენტების ფართო სპექტრი, რასაც წარმტებით ვართმევთ თავს".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016