reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ 2016 წელს, შესაძლოა, ევროობლიგაციები გამოუშვას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:58
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ 2016 წელს, შესაძლოა, ევროობლიგაციები გამოუშვას
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 14:51


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ 2016 წელს, შესაძლოა, ევროობლიგაციები გამოუშვას და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან დამატებით ფინანსურ რესურსებს ელოდება ეკონომიკური ზრდის შენელებასთან გასამკლავებლად.



პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გასვლითი პრეზენტაციების სერიას გამართავს უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.



წელს იქნება რამდენიმე პრეზენტაცია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც 2016 წლის მეორე კვარტალისთვის ვგეგმავთ, ასევე  - რეგიონულ ქვეყნებში. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, თუმცა თუკი ინფრატსრუქტურული პროექტების დაჩქარება დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს, მათ შორის ევროფონდებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ალბათ მოგვიანებით, 2016 წელს"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ინტერვიუში საქართველოს პრემიერმა დაგეგმილ საგადასახადო რეფორმაზეც ისაუბრა.



მიმდინარე წელს ჩვენ 3-პროცენტიან ზრდას ველით და ვფიქრობ, ეს მიღწევადია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



Reuters აღნიშნავს, რომ 2015 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადდებს, რომ მთავრობა გეგმავს, რომ ინფრატსრუქტურული პროექტებისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებს დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართოს.



11 თებერვალს საქართველომ ევროპის საივესტიციო ბანკთან ხელი მოაწერა შეთანხმებას 150 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. აღნიშნული თანხა ინფრატსრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასა და თბილისის წყალდიდობის შედეგად რეკონსტრუქციულ სამუშაოებს.



ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების პოტენციალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

წყარო 2030.News


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016