reportiori.ge - ირაკლი ბათიაშვილი: ერთი მაჩვენეთ, სად არის საქართველოში ეფექტური რუსული პროპაგანდა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:41
პოლიტიკა
ირაკლი ბათიაშვილი: ერთი მაჩვენეთ, სად არის საქართველოში ეფექტური რუსული პროპაგანდა?
12 თებერვალი, 2016. 16:59


აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის  ანგარიშს კვალიფიციურს და მნიშვნელოვანს უწოდებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი, თუმცა დასძენს, რომ მასში საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებია.


„აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო სამსახური 17 სტრუქტურის მაკოორდინირებელ ფუნქციას ასრულებს. ამ სამსახურის მოხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული, ვინაიდან უზარმაზარი სისტემიდან და არხებიდან წამოსული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე მომზადებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ანგარიში სრულყოფილია. კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში წინააღმდეგობრივი აზრი გახდა ჩემთვის თვალშისაცემი. ერთი მხრივ, სავსებით ლოგიკურად აღნიშნულია, რომ მსოფლიოში რუსეთის აგრესიულობა იზრდება და მათ შორის საქართველოზეც გაიზრდება ზეწოლის მომენტები. აქვე ნათქვამია, რომ რუსეთი აწარმოებს ეფექტურ პროპაგანდას. ეს უკვე ჩემში იწვევს წინააღმდეგობის მომენტს. როგორ შეიძლება იზრდებოდეს დაძაბულობა რუსეთსა და საქართველოს შორის და ამასთან ერთად რუსეთის პროპაგანდა გახდეს ქმედითი და უფრო და უფრო ეფექტური. პროპაგანდა ეფექტურია, როდესაც მიმართულია მოსახლეობისა და ხელისუფლების გულის მოგებისკენ და თუ დაძაბულობა გაიზრდება, როგორ შეიძლება, პროპაგანდა გახდეს ეფექტური? ეს ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი დებულებებია. ამიტომ, როცა საუბარია ეფექტურ რუსულ პროპაგანდაზე, ერთი მაჩვენეთ, სად არის საქართველოში ეფექტური რუსული პროპაგანდა?" - განუცხადა „რეპორტიორს" ბათიაშვილმა.


აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ „დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ  ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016