reportiori.ge - Reuters: გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:59
პოლიტიკა
Reuters: გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 18:24

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ  საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს გახდეს NATO-ს წევრი. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება.

 

„როიტერთან“ საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის  - ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. იგი  ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება.

 

„ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს“, - ამბობს კვირიკაშვილი.

 

კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, აცხადებს, რომ  საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატოში გაწევრებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრების ყოველგვარი პერსპექტივა. ასევე გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით.

 

 

„ჩვენი გეგმები, დაკავშირებული NATO-სა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც კონფრონტაციის ნიშანი“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016