reportiori.ge - 12 ნიშანი იმისა, რომ ცოტა წყალს სვამთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:53
სხვადასხვა
12 ნიშანი იმისა, რომ ცოტა წყალს სვამთ
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 12:25

შესაძლოა, სამყაროში არაფერი იყოს ისეთი გამაცოცხლებელი ძალის მქონე, როგორიც წყალია. უბრალო სასმელ წყალს ხშირად იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ერთ ფინჯან ყავას თუ სხვა სასმელს. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი არ იღებს დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს, შედეგად კი საკუთარ  სხეულს ვნებს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთს მაინც შეამჩნევთ საკუთარ თავს, უმჯობესი იქნება, ეს საკითხი დაუყოვნებლივ მოაგვაროთ.

 

გრძნობთ სიმშრალეს პირის ღრუში?

 

ეს საკმაოდ თვალნათელი სიმპტომია - მისი მიზეზისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა, როცა ამ პრობლემის წინაშე დგახართ, მაშინვე ცდილობთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ რაიმე სითხე. თუმცა, ტკბილ სასმელებს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვთ. ამ პრობლემას მხოლოდ სასმელი წყალი გადაგიჭრით.

 

გაქვთ მშრალი კანი?

 

კანი, ეს ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა და მასაც სჭირდება სითხე. მშრალი კანი მიუთითებს,  რომ თქვენი ორგანიზმი გამომშრალია, ამიტომ უკეთესი იქნება, ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ.

 

წყლისადმი განსაკუთრებულ სურვილს განიცდით?

 

ეს იგივე არ არის, რაც სიმშრალე პირის ღრუში. ნებისმიერი, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ნაბახუსევზე მსგავსი  სურვილი, იცის, რაც იგულისხმება. ალკოჰოლი ფიტავს თქვენს ორგანიზმს. მოუსმინეთ თქვენს სხეულს, ორგანიზმმა იცის, რა სჭირდება მას.

 

გრძნობთ სიმშრალეს თვალებში?

 

იმ შემთხვევაში, თუ თვალებში სიმშრალეს გრძნობთ და ამასთანავე სიწითლეც გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი არ იღებს საკმარის წყალს. საკმარისი წყლის გარეშე თქვენი საცრემლე არხები შრება, შედეგად კი თვალი საკმარისად არ სველდება.

 

გრძნობთ ტკივილს სახსრებში?

 

ჩვენი სახსრები 80 პროცენტი წყლისგან შედგება, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ორგანიზმში საკმარისი წყლის დონე იყოს, შედეგად კი ის არასასიამოვნო გარძნობაც გაგივლით, რომელსაც არასაკმარისი სითხის მიღება იწვევს.

 

თქვენი კუნთოვანი ქსოვილი თხელდება?

 

თქვენი კუნთებიც დიდი რაოდენობით წყლისგან შედგება. ამიტომ, ორგანიზმში წყლის რაც უფრო ნაკლები რაოდენობაა, მით უფრო მცირდება თქვენი კუნთოვანი ქსოვილი. ამან კი შესაძლოა სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანოთ.

 

ხშირად ხდებით ცუდად და გაცილებით დიდხანს ხართ ავად?

 

წყალი გეხმარებათ, გამუდმებით გამოდევნოთ ტოქსინები ორგანიზმიდან. ეს კი იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს, იმუნიტეტი კი მნიშვნელოვანი მებრძოლია სხვადასხვა ვირუსების წინააღმდეგ.

 

გრძნობთ დაღლილობას?

 

როცა სხეული იწყებს წყლის „სესხებას“ სისხლისგან, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ დაღლილობას, მოგერევათ ძილი და ამ ყოველივეს წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია. შედეგად იღლება თქვენი ტვინიც და აზროვნებაც რთულდება. ამიტომ, ნუ „დატანჯავთ“ საკუთარ ორგანიზმს.

 

გრძნობთ შიმშილს?

 

გამომშრალმა ორგანიზმმა შესაძლოა შიმშილის მწვავე გრძნიბა გამოიწვიოს. ეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ღამით შესაძლოა ამ გრძნობამ გაგაღვიძოთ.

 

გაქვთ პრობლემები საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასთან?

 

წყლის არასაკმარისი დონე სხეულში აშრობს ორგანოებს, მათ შორის კუჭსა და ნაწლავებს, მათი ფუნქციონირება კი ქვეითდება. შედეგად წარმოჩინდება პრობლემები საჭმლის გადამუშავებასთან დაკავშირებით.

 

გიჩნდებათ სიბერის ნიშნები ნაადრევად?

 

წყლის რაოდენობა, რომლის შენარჩუნებაც ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, ასაკთან ერთად დაბლდება. წლების მომატებასთან ერთად, აუცილებელია გაცილებით მეტი წყლის მიღება, ვიდრე მანამდე იყო საჭირო.

 

და მეთორმეტე ნიშანი, თქვენ უკვე ამ პუნქტამდე ჩამოხვედით?

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი პუნქტები თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა იმ მიზეზის გამო, რომ გარკვეული პრობლემები საკუთარ თავში ამოიცანით, ამ ყოველივეს მოსაგვარებლად კი საჭიროა უბრალოდ გაცილებით მეტი წყლის მიღება იმასთან შედარებით, რასაც დღეისათვის იღებთ.

 

 

 

მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016