მსოფლიო
მედიკოსების ვარაუდით, ბრაზილიაში ზიკას ვირუსით, შესაძლოა, 4 000 ჩვილი იყოს დაავადებული
13 თებერვალი, 2016. 12:29
ბრაზილიაში ზიკას ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, 200 000 ჯარისკაცს ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაევალა.
პრეზიდენტ დილმა რუსეფის განცხადებით, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რადგან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.
ზიკას ვირუსით ბრაზილიაში უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ყველაზე დიდ საფრთხეს ზიკა ფეხმძიმე ქალებისთვის წარმომადგენს, რადგან ვირუსი პათოლოგიებს, კერძოდ ახალშობილთა მიკროცეფალიას იწვევს.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე დაფიქსირდა ჩვილთა მიკროცეფალიის 462 შემთხვევა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ კიდევ 4 000 ჩვილი, შესაძლოა, ზიკას ვირუსით იყოს დაავადებული.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40