reportiori.ge - „ყველაფრის კანონში ჩაწერა არ შეიძლება. რაღაცები შინაგანი მორალისა და კულტურის საკითხია“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:19
პრეს-დაიჯესტი
„ყველაფრის კანონში ჩაწერა არ შეიძლება. რაღაცები შინაგანი მორალისა და კულტურის საკითხია“
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 12:53

პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება კანონით დასჯადი არ უნდა იყოს. როგორც ლორთქიფანიძე „ალიასთან“ საუბარში განმარტავს, ყველაფერი კანონში ვერ ჩაიწერება და რაღაცები შინაგანი მორალისა და კულტურის საკითხია.

 

ლორთქიფანიძე აქვე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არის ნორმები, რომლებიც რელიგიური დაწესებულებებს შეურაცხყოფისგან იცავს.

 

„მოდით, მკითხველს ავუხსნათ, რა კანონები მოქმედებს. ღმერთო მაპატიე და, თუ ვინმე ეკლესიაში შიშველი იცეკვებს, ის დაისჯება. ეს ნიშნავს რელიგიური დაწესებულებების და მისი შიდა წესრიგის დარღვევას. ვინმე ეკლესიას თუ დაარბევს, ეს იქნება დასჯადი, ხატის მოპარვა, შეურაცხყოფა, ასევე, დასჯადი ქმედებაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის ნორმები, რომლებიც რელიგიურ დაწესებულებებს შეურაცხყოფებისგან იცავს. შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსში დამატებითი მუხლები ჩაიდოს, რომ რელიგიური შუღლის გაღვივებისგან, ტემპერატურის მაღლა აწევისგან დავიზღვიოთ თავი, ხოლო ცალკე კანონის დაწერა, რომელიც პირდაპირ ურტყამს გამოხატვის თავისუფლებას, მე საჭიროდ არ მიმაჩნია. ყველაფრის კანონში ჩაწერა არ შეიძლება. რაღაცები შინაგანი მორალისა და კულურის საკითხია“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

 

წყარო:   „ალია“ 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016