პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეტ ლაშა ბიბიჩაძის კრებულის „კაუჭის" პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში შესულია როგორც პოეტური, ისე პროზაული ნაწარმოებები. პოეზიის საღამოზე, რომელსაც პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა, დასწრება თავისუფალი იყო. წიგნის პირველი პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.
კრებულის პრეზენტაცია, რომელმაც სტარტი თბილისში აიღო, რეგიონებშიც გაგრძელდება. „კაუჭი" რუსთავიდან დასავლეთის რეგიონებში გადაინაცვლებს. ავტორი ფიქრობს, რომ მოსახლეობა კულტურულ ღონისძიებებს მოკლებულია და მსგავსი პრეზენტაციები რეგიონებშიც უნდა გაიმართოს.
კრებულში შესულია 70-მდე ლექსი, მათ შორის ორი თარგმანი. მკითხველი გერმანელი პოეტების ინგებორგ ბახმანისა და ერიკ კორტნერის შემოქმედებას ქართულ ენაზე გაეცნობა.
კრებულის გამომცემლის ხვიჩა ყალაბეგაშვილის განცხადებით, წიგნი საკმაოდ დიდ დაინტერესებას გამოიწვევს ქართველ მკითხველში.
წიგნის დიზაინი ეკუთვნის ელენე ყოლბაიას, რედაქტორი კი ცნობილი პოეტი ჯემალ ინჯიაა.