reportiori.ge - ნინო არველაძე: ვიდრე ქალბატონი ჩიორა ბატონი მიხეილის მცხუნვარე მზის ქვეშ ფისოსავით თბებოდა, საქართველოში ასობით ოჯახი გამწარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:16
საზოგადოება
ნინო არველაძე: ვიდრე ქალბატონი ჩიორა ბატონი მიხეილის მცხუნვარე მზის ქვეშ ფისოსავით თბებოდა, საქართველოში ასობით ოჯახი გამწარდა
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 11:44



სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო არველაძე სტატუსს აქვეყნებს:


ჩიორა თაქთაქიშვილის მამამ შოკოლადი და კარაქი მოიპარაო - წერდნენ. ამის შემდეგ, ქალბატონი ჩიორას კომენტარიც გავრცელდა: მამა 75 წლისაა და ხელში იმდენი პროდუქტი ეკავა, რომ შოკოლადსა და კარაქს ყურადღება ვეღარ მიაქცია. ბოდიშს ვუხდი მშობლებს, რომ წლების მანძილზე ამდენი უსიამოვნება შეხვდათ, ჩემს გამოო... მე ეს კამპანია პოზიციას ვერ შემაცვლევინებსო. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, ან არ გაუკვირდეს, მაგრამ მე მჯერა, რომ 75 წლის ადამიანს შოკოლადისა და კარაქის საფასურის გადახდა, უბრალოდ, დაავიწყდა. გამორჩა. ყურადღება არ მიუქცევია, რომ ჯიბეში ზედმეტი პროდუქტი ჩაიდო. 32 წლის ვარ და პირადობის მოწმობას მუდმივად ვკარგავ, ხოლო ჩანთა, ტელეფონი, მერამდენედ მაქვს დაკარგული, ვინ მოთვლის. მოკლედ, საერთოდ არ მინდა დავუშვა, რომ ქალბატონი ჩიორას მამამ 1 ცალი შოკოლადი და 1 ცალი კარაქი მოიპარა. და ვიმეორებ: არც ვუშვებ! მაგრამ კომენტარის მეორე ნაწილმა იმაზე დამაფიქრა, რომელი საშინელი წლები განვლო ჩიორა თაქთაქიშვილმა? ალბათ, ბოლო სამ წელს გულისხმობს, თორემ, როგორც მახსოვს, 2004-2012 წლებში სრულ კომფორტსა და იდილიაში ცხოვრობდა და, წესით, მშობლებისთვის (მის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ საქმიანობას) არავითარი ტკივილი არ უნდა მიეყებინა. ამ 9 წლის მანძილზე კი, ვიდრე ქალბატონი ჩიორა ბატონი მიხეილის მცხუნვარე მზის ქვეშ ფისოსავით თბებოდა, საქართველოში ასობით ოჯახი გამწარდა, გაუბედურდა. ეს ერთი. ახლა მეორე- 2012 წლის შემდეგ საქართველოში ის რეჟიმი მაინც აღიკვეთა, რომელიც კაცთა წამებასა და კვლაზე იყო აგებული, ანუ ქალბატონი ჩიორას მიერ (წარსულში და აწმყოშიც) მხადაჭერილი რეჟიმი. დღეს "ოპოზიციაში ყოფნა" და სააკაშვილის დროს "ოპოზიციაში ყოფნა" სრულიად განსხვავებული განზომილებებია. ხალხს ხმის ამოღების ეშინოდა. ერთი სიტყვა და... ზოგი ჯაშუშად, ზოგი თაღლითად,ზოგი ანტისახელმწიფოებრივ ელემენტად ცხადდებოდა და მერე ე.წ. ქართულ გულაგებში რა "შოკოლადი" ხვდებოდა ამ ხალხს, ესეც ყველამ იცის. ის ბრძანებს:" ჩემს მშობლებს ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!!!" მე და ჩემნაირებს იმის აღიარება და დაშვება შეგვიძლია, რომ თქვენი 75 წლის მამა ქურდი არაა. თქვენ ეს არ შეგეძლოთ და არც ახლა შეგიძლიათ. მე და ჩემნაირებს (თქვენი რეჟიმის დროს) მამა უკვე მოგვიკვდა. ოჯახის სხვა წევრებიც დავკარგეთ და დავკარგეთ სწორედ იმის გამო, რომ პოზიცია არ შეცვალეთ, არ გავხდით სააკაშვილის რეჟიმის მონები. აი, ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, რომლებსაც დღეს კანონი გიცავთ და რეალურად არავინ გერჩით, ჩვენს მშობლებს ყოველდღიურად ვაწამებდით, ვანეირვიულებდით, შიშსა და ჩვენი დაპატიმრების მოლოდინში ვაცხოვრებდით. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ, მაგრამ ვინ გითხრათ, რომ თქვენ ჩვენზე უკეთესი მამები და დედები გყავთ?! ამიტომ, ქალბატონო ჩიორა, ნუ გვემუქრებით, რომ ყველას გადაგვაყოლებთ. ყოველ დილას, როცა გაიღვიძებთ, მადლობა შეწირეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ თქვენ და თქვენი მეგობრები პარლამენტშიც სხედხართ, დაცულებიც ბრძანდებით, კოჰაბიტაციაც გამოგიცხადეს, ციხეშიც არავინ გიშვებთ, თორემ მე და ჩემნაირებს ... ღმერთის გარდა, არავისთვის გვაქვს მადლობა სათქმელი. მე მჯერა, რომ მამათქვენს შოკოლადი არ მოუპარავს. თქვენ არ გინდათ აღიარება, რომ ჩვენი მამები მოკალით... მაგრამ მარტო მამები რომ მოგეკლათ და სხვა უამრავი ახალგაზრდა არ გეწამებინათ, არ მოგესპოთ... ამას კიდევ როგორმე ავიტანდით", - წერს არველაძე.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016