reportiori.ge - ახალი გვირგვინოსნის მოლოდინში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:24
სპორტი
ახალი გვირგვინოსნის მოლოდინში
22 ნოემბერი, 2013. 11:55

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება. პირველი ოთხი პარტია ყაიმით დასრულდა, თითქმის ყველაში, მოქმედი ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი თავს იცავდა და უზუსტესი სვლებით ახერხებდა ახალგაზრდა ნორვეგიელი პრეტენდენტის მაგნუს კარლსენის შეტევების გაუვნებელყოფას. სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ინდოელი ვერ გაუძლებდა მეტოქის ასეთ შემოტევას; მართლაც მე-6 და მე-7 პარტიებში კარლსენმა ანანდის მცირე გადაცდომები მოგებულ ქულებად აქცია. მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჩემპიონი იძულებული გახდა თავად შეეტია, ასეთ ვითარებაში კი ნორვეგიელი ვუნდერკინდი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და შედეგმაც არ დააყოვნა: მე-9 პარტიაში, უკვე 29-ე სვლაზე, მესამე გამარჯვება მოიპოვა, 6:3 დაწინაურდა და ბოლო სამ შეხვედრაში ნახევარი ქულაც ჰყოფნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

ამრიგად, ძალიან მალე საჭადრაკო სამყაროს ახალი ჩემპიონი ეყოლება და მისი სახელია მაგნუს კარლსენი.

ვარშავაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები ლიდერებში არიან: თამარ ხმიადაშვილი და ნონა გაფრინდაშვილი 5,5-5,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და ლიდერ ელენა ანკუდიმოვას ნახევარი ქულით ჩამორჩებიან. ნინო მელაშვილს 4 ქულა აქვს და მე-10  პოზიციაზეა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016