reportiori.ge - უკრაინაში ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:41
კულტურა
უკრაინაში ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება
22 ნოემბერი, 2013. 14:40

უკრაინაში, კინოთეატრ ჟოვტენში" 23-დან 27 ნოემბერის ჩათვლით, ახალი ქართული კინოს IX ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დახმარებით იმართება.


კინოფესტივალის ორგანიზატორია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება გეორგია" და უკრაინის ქართველთა ასოციაცია იბერიელი".


23 ნოემბერს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება, მასმედიის წარმომადგენლებისათვის პრეს-კოქტეილი, ასევე ქართული ცეკვევბის სახალხო ანსამბლ იბერიელისა" და სხვა შემოქმედებითი კოლექტივებისა და მომღელების მონაწილეობით მინი-კონცერტი გაიმართება.


ფესტივალის გახსნაზე მონაწილეობას ასევე მიიღებს საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი ჯგუფი The smile shop".


კინოფესტივალი რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის მანდარინების" პრემიერით გაიხსნება.

5 დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება როგორც ახალი ქართული კინოფილმები, ასევე საბჭოთა დროინდელი, ძველი ფილმები, მათ შორის დოკუმენტური ფილმი "ნეტავ იქ თეატრი არის?!", "ფიროსმანი", "სუსა", "ქუჩის დღეები", "ქეთო და კოტე", "ბოლო გასეირნება", "გაიღიმეთ", "მარილივით თეთრი".


კინოფესტივალის გახსნას უკრაინის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ტიმოფეი კოხანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე, ასევე ცნობილი უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრებიან.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016