reportiori.ge - ერლომ ახვლედიანს 80 წელი შეუსრულდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:26
კულტურა
ერლომ ახვლედიანს 80 წელი შეუსრულდებოდა
23 ნოემბერი, 2013. 13:09

დღეს ცნობილ მწერალს და კონოდრამატურგს ერლომ ახვლედიან 80 წელი შეუსრუდებოდა. მისი სცენარით  ბევრი ქართული ფილმია გადაღებული.


„რეპორტიორი" ერლომ ახვლედიანის მეგობარს, რეჟისორ რეზო ესაძეს დაუკავშიდა, რომელმაც და დრამატურგი გაიხსენა და აღნიშნა, რომ  არ უნახავს ისეთი ადამიანი, როგორიც ერლომი იყო.


„ეს იყო ერთ-ერთი უნშვენიერესი პიროვნება, რომელიც საერთოდ ჩემი უკვე არამოკლე ცხოვრების მანძილზე მინახავს, ერთ-ერთი უმშვენიერესი თავისი არაჩვეულებრივობით და არასტანდარტულობით. დღეს ჩვენს ქვეყანაში ერლომის მსგავსი პიროვნებები რომ ყოფილიყვნენ, ეს ქვეყანა სხვა იქნებოდა... ასეთი სიყვარულითა და სავსე ყანწით ვსვამ მის სადღეგრძელოს", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში რეზო ესაძემ.


ერლომ ახვლედიანის დაბადებიდან 80 წლისთავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიგამოემაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შემოქმედება მუდამ ძვირფასი იქნება ქართველი მკითხველისა და მაყურებლისათვის.


ერლომ ახვლედიანი 1933 წლის 23 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ისტორიის ფაკულტეტი; 1964 წელს ქალაქ მოსკოვში გაიარა უმაღლესი სასცენარო კურსები; 1959-1960 წლებში იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი; 1967-1968 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიას; ასევე, 1971-1972 წლებში  იყო ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი; 1979-1987 წლებში დანიშნეს სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროს რედაქტორად.

მისი ცნობილი ნაწარმოებია ვანო და ნიკო", რომელიც 1956-1958 წლებში დაწერა. მოგვიანებით, მოთხრობათა კიდევ ერთი კრებული გამოჩნდა - ზარმაცი წრუწუნას ცხოვრება". ვანო და ნიკო" მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს, მანამდე კი ხელნაწერის სახით შემოიარა ნაცნობების წრე. ვერცერთი გამომცემელი ვერ ბედავდა ხელი მოეკიდა ასეთი ექსპერიმენტული, არაიდეოლოგიური ნაშრომისთვის.

ვანო და ნიკომ" ქართული ლიტერატურის 15-საუკუნოვან ისტორიაში მითიური სახელი დაამკვიდრა.

მისი სცენარით გადაღებულია ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა: აპრილი - 1962, უსახელო უფლისციხელი - 1968, ფიროსმანი  - 1969, საერთო კედელი - 1972, ივანე კოტორაშვილის ამბავი - 1974, ამაღლება - 1977, ბათა ქექია - 1978, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე - 1978, არასერიოზული კაცი - 1980ცხელი ზაფხულის სამი დღე - 1981, ძნელი დასაწყისი - 1981, გზა შინისაკენ - 1981, ქართლოსიანთა საკურთხეველი - 1982, ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა - 1984, ეი, მაესტრო!  - 1987, ნოე - 1991, ერთაწმინდა -1994, სულელი ბროწეულის ხე - 1999.

2011 წელს ერლომ ახვლედიანს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა" რომანისთვის კოღო ქალაქში", რომელიც მთელი 40 წელიწადი იწერებოდა.

რეჟისორს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში:დაბრუნება", „სუვენირი", თეთრი ღამე" და „ცხელი ზაფხულის სამი დღე" .

მისი ნამუშევრები ითარგმნა რუსულ, სომხურ, გერმანულ, უნგრულ, სირიულ, არაბულ ენებზე, 2003 წელს კი ნიდერლანდურ ენაზეც.

ერლომ ახვლედიანი გარდაიცვალა 2012  წლის 20 მარტს, 79 წლის ასაკში და დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016