აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვალერი თელია „რეპორტიორთან" საუბარში არ ადასტურებს მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ,რომ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელის აღნაგობა, რომლის ფოტო და ვიდეო კადრები შსს-მ გაავრცელა, განსხვავდება იმ პირისგან რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა.
„შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალაში, სადაც მარიამ კოჩალიძის მკვლელია დაფიქსურებილი, ნამდვილად ის პიროვნებაა ვინც მკვლელობა ჩაიდინა. რაც შეეხება გამნაღმველთა ბრიგადას, ადგილზე მუშაობენ და ეძებენ მკვლელობის იარაღს, დანას" - აცხადებს თელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
16 წლის მარიამ კოჩალიძე 23 ივლისს ბულვარში, ყელგამოჭრილი იპოვეს. შსს-ის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქეა, რომელმაც 22 ივლისს სარფის საბაჟო გამშვებიპუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორია დატოვა.