reportiori.ge - გიორგი სიგუა: საქართველო მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე საკრუიზო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:27
ეკონომიკა
გიორგი სიგუა: საქართველო მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე საკრუიზო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს!
25 ნოემბერი, 2013. 12:04

ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ტურიზმის განვითარების ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბრობს.


გიორგი სიგუას განმარტებით, ტურიზმი ახალი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება და ამ მიზნით არაერთ ტურისტულ პროდუქტზე მუშაობენ. მისი თქმით, საქართველო უკვე თანამშრომლობს თურქეთთან და აზერბაიჯანთან საერთო ტურების მოწყობის კუთხით. მსგავსი ტურების დაგეგმვა უახლოეს მომავალში სომხეთთან ერთადაც დაიწყება.


სიგუას თქმით, საქართველო მომავალი წლის ზაფხულიდან შავი ზღვის აუზში საკრუიზო ლაინერების მიმოსვლის პროექტზე მუშაობს, სადაც სამგზავრო გემები უკრაინის, თურქეთის, რუსეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მიმართულებით ივლის. სიგუას განცხადებით, ნავსადგურის მშენებლობაზე ბათუმში მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მოლაპარაკებები როიალ კარიბიანთან" გადამწყვეტ ფაზაშია.


ცნობისთვის: Royal Caribbean Cruises ამერიკულ-ნორვეგული საწარმოა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე საკრუიზო კომპანიაა.


სიგუას თქმითვე, აქტიურად მიმდინარეობს საზღვარგარეთ ღვინის ტურების პოპულარიზაცია. იგეგმება ასევე ბიზნესის გამაჯანსაღებელი, სამონადირეო მიმართულებების განვითარებაც. გიორგი სიგუა წელს ტურისტების 25%-იან ზრდას ელოდება და აცხადებს, რომ საქართველოს მომავალ წელს 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვევა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016