reportiori.ge - გიორგობის კვირის ამბები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:40
სპორტი
გიორგობის კვირის ამბები
25 ნოემბერი, 2013. 13:37

გასულ კვირას დიდი დღესასწაული იყო - გიორგობა; გილოცავთ და სპორტის მოყვარულებს გისურვებთ სხვა, სადაგი დღეებიც ასეთი წარმატებული ყოფილიყოს ჩვენი სპორტსმენებისთვის. რიგით მივყვეთ.


რაგბი

 

 

სამოას ნაკრები სარაგბო რეიტინგში მე-8 ადგილზეა, არაერთხელ დაუმარცხებია დიდი შვიდეულის წევრები და წესით ქართველთათვისაც უნდა მოეგო.წესით იმიტომ, რომ ეს ფეხბურთშია ბურთი მრგვალი და ტიმბუქტუს ნაკრებმა შეიძლება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსაც კი მოუგოს, რაგბში კი ასე არ ხდება; აქ ძლიერები, როგორც წესი, იმარჯვებენ. მაშ რა მოხდა გიორგობა დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე? ჩემი აზრით, განსაკუთრებული არაფერი, გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც იმ დღეს სამართლიანად უფრო ძლიერი იყო და ეს საქართველოს ნაკრები იყო. რომ არა ფრანგი მსაჯის უცნაური გადაწყვეტილებები, ანგარიშიც უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა და მოგებაც უფრო ღირსეული: 16:15 მოედანზე მომხდარის რეალური სურათი ნამდვილად არ არის. თუმცა, მთავარია მოვიგეთ და ამის შემდეგ, იმედია, დიდი გუნდები მეტი პატივისცემით მოგვექცევიან.

 

 

ჭადრაკი

 

 

ხორვატიის ქალაქ ოპტიაში ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. დაძაბული ბრძოლა ბოლო ტურამდე მიმდინარეობდა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა რუსი ტატიანა ბოგუმილი დაამარცხა, 6,5 ქულა დააგროვა და მოუთმენლად ელოდა ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ელენა ანკუდინოვასა და რუსი ლარისა ხრიპოვას მატჩის დასრულებას. თეთრებით მოთამაშე რუსმა თითქმის უბრძოლველად დათმო პარტია და ანკუდინოვა 7 ქულით ჩემპიონი გახდა. ვერცხლი ქალბატონ ნონას ერგო, ბრინჯაო კი ასევე ქართველ თამარ ხმიადაშვილს.

 

 

კალათბურთი

 

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხედ გაიმარჯვა „სარაგოსამ“. ხუვენტუდის „ბადალონასთან“ 87:83 მოგებულ მატჩში, სასტარტოში, ქართველთაგან მხოლოდ გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 20 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 13 გახლდათ. შეხვედრაში საუკეთესო კი ვიქტორ სანიკიძე იყო. 19 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და სარგებლიანობის კოეფიციენტი – 20. არაგონელთა დამრიგებელმა ხოსე ლუის აბოსმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მოგების შემოქმედნი ქართველები იყვნენ.

 

სუმო

 

ფუკუოკას პრეფექტურაში, სუპერბაშოზე, ქართველმა სეკიტორმა თეიმურაზ ჯუღელმა (იგივე გაგამარუ) შეჯიბრი დადებითი ბალანსით დაასრულა. კიუ შიუს ბაშოზე გაგამარუმ 8 მეტოქე დაამარცხა, თავად 7-ჯერ  წააგო და კაჩი კოშის გაფორმებით მცირე სატიტულო წინსვლაც გაინაღდა.

შეჯიბრის დასკვნით დღეს, ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად, ერთმანეთს ორი იოკოძუნა: ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო დაეჭიდა. გამარჯვება და იმპერატორის თასი ჰარუმაფუჯის ერგო.

 

ჩვენმა თანამემამულე ლევან გორგოძემ ნოემბრის ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა. სავარაუდოდ მას რანგში კიდევ უფრო დააქვეითებენ და წლების წინ დაძლეული გზის თავიდან გავლა მოუწევს.

 

 

სამბო

 

 

სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრადიციულად  ძლიერად იასპარეზა ჩვენმა ნაკრებმა – ორი დღის ჯამში 2 ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 68 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ნახუცრიშვილი ნახევარფინალში რუს სპორტსმენს ხვდებოდა და დამაჯერებლადაც უგებდა. შეხვედრის მიწურულს მსაჯებმა რუსის სასარგებლოდ არშემდგარი ილეთი „მოიგონეს“ და ლევანსაც დამარცხება არ ასცდებოდა, რომ არა... მაყურებელი. მსაჯთა მიკერძოება იმდენად აშკარა იყო, რომ დარბაზში ჯერ გაუგონარი სტვენა ატყდა, ცოტა ხანში კი სხვადასხვა საგნების სროლაც დაიწყეს. ვითარება იმდენად დაიძაბა, მსაჯთა კოლეგია იძულებული შეიქნა შეკრებილიყო; შეხვედრა დეტალურად შეისწავლეს, მსაჯის მოგონილი ილეთი გააუქმეს და ლევანს ფინალისკენ გზა დაულოცეს, სადაც ქართველმა ბულგარელი მარტინ მარინოვიც დაამარცხა. 57 კგ წონაში ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა. ვერცხლი 100 კილოგრამში მოასპარეზე ლაშა გურულს ერგო. ბრინჯაოს მფლობელები კახა მამულაშვილი (74 კგ), ნოდარ მეტრეველი (მძიმე) და ირინა ლეონიძე გახდნენ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016