reportiori.ge - „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებიდან ათი წლისთავი თუ პოლიტიკური გარდაცვალება?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებიდან ათი წლისთავი თუ პოლიტიკური გარდაცვალება?!
ავტორი: ანა ნოდია
26 ნოემბერი, 2013. 17:27

ვარდების რევოლუციიდან ზუსტად ათი წელი გავიდა! 2003 წლის 23 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა - პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა! იმავე ღამით, გრიბოედოევის თეატრის დარბაზში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამარჯვება აღნიშნა.  


ისინი ეყრდნობოდნენ ეგზითპოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც პირველ ადგილზე იყო "ნაციონალური მოძრაობა", მეორე და მესამე ადგილებზე "ახალი საქართველოსთვის" და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია". „ლეიბორისტული პარტიის"  ლიდერი შალვა ნათელაშვილი საუბრობს, რომ მოხდა იურიდიულად უკანონო,  ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება,  რის გამოც პასუხი უნდა აგოს სააკაშვილმა და ბურჯანაძემ. 

„2003 წელს ხელისუფლებაში  ძალადობით მოვიდა „მოქალაქეთა კავშირის" ე.წ. რეფორმისტული ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის თამადობით.პოლიტიკურად, შევარდნაძის ხელისუფლებამ არ დაუშვა სხვა ძალის მოსვლა და თავისი თავი ჩაანაცვლა თავის თავით. ეს იყო ანტიეროვნული, ანტიზნეობრივი რევოლუცია! ყველაფერ ამის წინააღმდეგი იყო „ლეიბორისტული პარტია" ათი წლის წინ. დრომ აჩვენა  - მე ვიყავი აბსოლუტურად სწორი! გიორგობა ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ წმინდა გიორგისთან და თუ ვინმემ მოინდომა, რომ ეს დღესასწაული წაებილწა თავისი პოლიტიკური ამბიციებით, ეს მისი პირადი ცოდვაა, რის გამოც პასუხს აგებს ერის და ბერის წინაშე! ეს იყო დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილ - ბურჯანაძე - ჟვანიას ჟგუფმა! ჟვანია გარდაცვლილია. პასუხი უნდა აგოს სააკაშვილმა და ბურჯანაძემ სახელმწიფო გადატრიალებისთვის!" - საუბრობს „რეპორტიორთან"  შალვა ნათელაშვილი. ვარდების რევოლუციამდე სამი კვირით ადრე, თბილისში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ხალხი  შევარდნაძის  გადადგომას ითხოვდა. 


ხელისუფლების შეცვლის ეს ეპიზოდი  ,,ვარდების რევოლუციის" სახელით შევიდა ისტორიაში.  საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესმა ნაწილმა „ვარდების რევოლუცია"   მნიშვნელოვან ნიშანსვეტად ჩათვალა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისაკენ შებრუნებას მოასწავებდა.2003 წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი ვარდებით ხელში ც დილობდა, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას დასწრებოდა. ახალი პარლამენტის სესიის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დარბაზში ოპოზიციის დემონსტრანტები შევიდნენ, პარლამენტარები  და პრეზიდენტი შევარდნაძე აიძულეს, იქაურობა დაეტოვებინათ... მეორე დღეს პრეზიდენტიშევარდნაძე გადადგა - ეს ის კადრია, რომელიც საქართველოს ისტორიის მოცემულ ეტაპზე საუბრისას ყოველ ჩვენგანს კარგად ახსოვს. ვარდების რევოლუციამ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" უკონკურენტო ლიდერად აქცია.



23 ნოემბერს სრულიად საქართველო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს, 2003 წლის გიორგობა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში შევიდა!  2003 წლის შემდეგ  23 ნოემბერი ,,ვარდების რევოლუციასთან" ასოცირდება. „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი  დავით ზურაბიშვილი  ვარდების რევოლუციასა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებს „რეპორტიორთან" საუბარში აფასებს.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა ქვეყნისთვის დამღუპველი იყო, რადგან რამდენიმე პლუსთან ერთად, მთლიანობაში საქართველომ ძლიერი შეცდომები იწვნია.

„ვარდების რევოლუცია "მიშისტების" დღესასწაულია. ვარდების რევოლუცია ვერანაირად ვერ იქნება ის მოვლენა, რომელმაც თვისობრივად უკეთესობისკენ გარდატეხა სიტუაცია. ასე მხოლოდ იმათ შეიძლება მიაჩნდეთ, ვინც სააკაშვილის მმართველობის პერიოდს არსებითად დადებით მოვლენად მიიჩნევს. მე თვითონ ვარ იმ პროცესების საკმაოდ აქტიური მონაწილე, როდესაც ეს რევოლუცია მოხდა და შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ გადადგა. ძალიან გახარებული ვიყავი, ვთვლიდი, რომ დადგა ის გარდამტეხი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენ რეალურად გავაკეთებდით იმას, რაც ახლა გიორგი მარგველაშვილმა თქვა: - დავამთავრებდით პოსტსბაჭოთა ეპოქას და დავიწყებდით დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს შენებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ერთია ის ემოცია, რაც მაშინ გვქონდა და მეორეა ის შედეგები, რაც „ვარდების რევოლუციამ" მოიტანა. ვთვლი, რომ შედეგები ძალიან მძიმე იყო, ამიტომ ჩემდა სამწუხაროდ, დღეს არ არის საზეიმო თარიღი. დღევანდელი დღე საზეიმო შეიძლება იყოს მხოლოდ იმისთვის, ვინც თვლის, რომ სააკაშვილის მმართველობა კარგი იყო. თუმცა, მთლიანობაში, ეს ათი წელიწადი ძალიან ცუდი და მრავალი შეცდომების მატარებელი იყო",-  აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.


„ვარდების რევოლუციამ" საქართველოში შეცვალა  შევარდნაძისა და მისი გუნდის 11 წლიანი მმართველობა. მან არნახულად დიდი პოპულარობა მოუტანა მიხეილ სააკაშვილს და  ის აქცია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების, ფაქტობრივად, უალტერნატივო ლიდერად.

„ვარდების რევოლუციამ" მნიშვნელოვნად შეარყია ასლან აბაშიძის  მმართველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აბაშიძემ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე შეძლო.

პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მურმან დუმბაძემ „რეპორტიორთან"  საუბრისას აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების ყველაზე დიდი პლუსი არის 2004 წლის 6 მაისის რევოლუცია აჭარაში. მისი თქმით, 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციით მაშინდელმა ახალმა ხელისუფლებამ მატერიალური და პოლიტიკური უზრუნველყოფა შეძლო და მოხდა ის, რომ 6 მაისს ცენტრალურ ხელისუფლებისგან  „განდგომილმა" სეპარატისტულმა აჭარის მთავრობამ რევოლუციით დაასრულა არსებობა.  დუმბაძე  ამას „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პოზიტიურ მომენტს უწოდებს.  პარლამენტის ვიცე-სპიკერი 2003 წლის 23 ოქტომბის რევოლუციას იხსენებს:

 „2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუცია ბათუმის რეგიონული პარტიის დამსახურებაც იყო. მაშინ აჭარაში 300 000 ადამიანი იყო დაფიქსირებული, ზუსტად იმდენი ხმა მიიღო აღორძინების კავშირმა, რამდენი ამომრჩეველიც იყო, ანუ არცერთი ხმა სხვა მიმართულებით არ ჩავარდნილა საარჩევნო ყუთში, რომელმაც თავდაყირა დააყენა საარჩევნო შედეგები. მე არ ვამბობს იმას, რომ მოქალაქეთა კავშირს არ ჰქონდა გაყალბებული შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ ჯამურად ამან ყველაზე დიდი ცვლილება გამოიწვია, რითაც დაიწყო მოქალქეების გამოსვლა ქუჩაში. 23 ნოემბერს რომ ვიხსენებ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მაინც იყო აჭარისა და ბათუმისათვის, რადგან რევოლუციამდე ადგილზე არსებობდა ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში, რომელიც განდგმომილი იყო ცენტრალური ხელისუფლებისგან და არ ემოჩილებოდა მას, მერე კი გამოჩნდა, რომ აბაშიძისა და შევარდნაძეს შორის გარიგებას ჰქონდა ადგილი" - აღნიშნავს მურმან დუმბაძე. 


„ვარდების რევოლუციამ" გაზარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის",  ასევე ბურჯანაძისა და ჟვანიას გუნდის პოპულარობა. „ვარდების რევოლუციამ" გავლენა მოახდინა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე. მას მოჰყვა „ნარინჯისფერი რევოლუცია" 2004 წელს უკრაინაში და „ტიტების რევოლუცია"  2005 წელს ყირგიზეთში.


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ვარდების რევოლუციის ათი წლისთავის აღნიშვნას აპირებს. როგორც დარჩიაშვილმა „რეპორტიორთან" განაცხადა, „ვარდების რევოლუცია" იყო შანსი საქართველო წყვდიადიდან გამოსულიყო.

„არის აღნიშვნის იდეები, ბუნებრივია, ჩვენი შესაძლებლობები მოკრძალებულია. პარტიული აქტივი რა თქმა უნდა, აღნიშნავს ამ დღეს. სანამ ცოცხალი ვიქნები, გავაკეთებ შეფასებას, „ვარდების რევოლუცია" იყო სრულ წყვდიადში საქართველოსთვის შანსის მიცემა, ანუ საქართველო რუსეთის ფედერაცის პოსტსაბჭოთა დანამატი კი არ ყოფილიყო და კერძოდ, პუტინის რეჟიმის, არამედ, თავისთავადი სახელმწიფოებრივი სისტემა. ამის შეცვლის შანსი გაჩნდა სწორედ „ვარდების რევოლუციით". ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ახალ ხელისუფლებას ამის გახსენება არ უნდა. დღეს პოპულარულია შეცდომებზე ლაპარაკი, უშეცდომო არავინ არაა. სისტემა არ არსებობს, რომ დანაშაული არ მოხდეს და თუ სისტემურად მივუდგებით, მაშინ შეიქმნა ახალი ქართული სახელმწიფო", - დასძინა დავით დარჩიაშვილმა.



ვარდების რევოლუციას აფასებს  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანიარმაზ ახვლედაინიც.

 „10 წლის წინანადელი პოლიტიკური პროცესი თანამედროვე ქართული ისტორიის ნაწილია. კიდევ უნდა გავიდეს წლები რომ ობიექტურად გავაანალიზოთ 10 წლის წინ რა მოხდა და რა მოყვა ამას შედეგად. ბევრ  ადამიანს მაშინ კეთილი სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ კეთილი სურვილებიდან მივედით პოლიტკურ ჩიხამდე. მახსენდება, 10 წლის წინ არ ვიყავი მომხრე ამ ძალის მოსვლისა. ამ ძალის ლიდერებს კარგად ვიცნობ, ჩვენ ბევრნი არ ვიყავით ვინც ასე ვფიქრობდით, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენი ვარაუდი ყოფილა სწორი. ლოზუნგები, რომლითაც მოვიდა მაშინ ხელისუფლება, ეს იყო კარგი სურვილები, ბევრმა დაიჯერა, მეც მინდოდა ეს გამოსულიყო და ყოფილიყო წარმატებული პროექტი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დიდი მოლოდინი იყო და სამწუხაროდ იმედგაცრუება დარჩა" -განაცხადა „რეპორტიორის" პრესკუბში არმაზ ახვლედიანმა.


2003 წლის მოვლენებს აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკიც.  დეპუტატი 2003 წლის რევოლუციას წარმატებულად არ თვლის.  მისი თქმით, 2009 წელს აშშ-მ მნიშვნელოვანი გზავნილები გაუგზავნა საქართველოს, როდესაც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუცია" შემდგარად ჩაითვლებოდა მაშინ, თუ ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება ეყოლებოდა ქვეყანას, ასევე მნიშვნელობა ენიჭებოდა  თავისუფალ მედიას და სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რევოლუცია წარუმატებელი  იქნებოდა.

„თავდაპირველად „ვარდების რევოლუციამ" საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა სწორედ იმიტომ მოიპოვა, რომ ხელისუფლების წინა პერიოდმა ძალიან ცუდ ფორმაციაში გადიყვანა საზოგადოებრივი ცხოვრება, მაგრამ „ვარდების რევოლუციას" წარმატებულს ვერ დავარქმევ. რა თქმა უნდა, იყო გზების მშენებლობა, თუნდაც ბიუჯეტის გაზრდა, აქცენტები კეთდებოდა სოციალურ თემებზეც, ქვეყანაში გაჩნდა სახელმწიფო სტრუქტურები, რაც იქამდე არ არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი  ეროვნულ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამ თვალსაზრსით, „ვარდების რევოლუციამ" მახინჯი პოლიტიკური სისტემა შექმნა,"- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. 

მისი თქმით, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ხელისუფლება სწორად მოქმედებდა, მაგრამ არ ხმაურდებოდა ის მოვლენები, რომელმაც ტერიტორიების დაკარგვამდე და უმუშევრობის მაღალ დონემდე მიიყვანა საქართველო. ვოლსკის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები  დიქტატორულ რეჟიმს უახლოვდებოდა, სწორედ ამიტომ არ გამოუცხადა ხალხმა ნდობა „ნაციონალურ მოძრაობას". 


„ნაციონალური მოძრაობის"  წევრი  დავით საყვარელიძე 2003 წლის მოვლენებს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციიდან" ათი წლისთავი  მთელი საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი თარიღია. 


„ყველა იდეალისტს და ოპტიმისტს ვულოცავ დღევანდელ დღეს! განურჩევლად იმისა ჩვენი მომხრე და მეგობარია, თუ არა... ვძულვართ თუ ვუყვარვართ... მიმაჩნია, რომ სიმბოლური თარიღია ზოგადად ყველასთვის! 2003 წლის 23 ნოემბერს, რწმენის, შინაგანი სიმტკიცის და პრინციპულობის, ქრისტიანობის ყველაზე ცნობილი სიმბოლოს ხსენების დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალი ქართული სახელმწიფოს მშნებლობას; 
მაშინ დამწყები თანამშროლელი ვიყავი იუსტიციის სამინისტროში და გამოგიტყდებით, ვერც კი წარმომედგინა, რომ დღესა ამ კომენტარს ასეთი სიამაყით დავწერდი... რომ არა ხალხის ნება გამოხატული 2003 წელს, არც კი ვიცი საერთოდ რა მდგომარეობაში იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა, ან საერთოდ იქნებოდა თუ არა, ალბათ ისევ მხოლოდ და მხოლოდ "ქვეყანა" ვიქნებოდით და არა შემდგარი სახელმწიფო... დღეს მეტი ასპარეზია და უფრო გამოკვეთილი გამოწვევებია ყოველი ჩვენგანის წინაშე... მადლობას ვუხდი და ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე (როგორც საჯარო, ისე კერძო და სამოქალაქო სფეროდან), რომლებმაც ახალი ქართული სახელმწიფოს იდეა ირწმუნა, ყველამ თავისებურად... და განსაკუთრებით ყველა ჩემს თანამებრძოლს, რომლებსაც თავი, ენერგია, ჯანმრთელობა, ნერვები და სიცოცხლეც კი არ დაუზოგავთ იმისათვის რომ საქართველო დღემდე ამ სინამდვილით მოსულიყო! 
გულწრფელად მინდა რომ წლების შემდეგ მართლაც დადგეს ის სინამდვილე სადაც ვიტყვი, ესენი ჩვენზე უფრო მაგრები და წარმატებულები ყოფილან და უფრო ძლიერ ყვარებიათ ჩემი ქვეყანა მეთქი, ვინც არ უნდა იყოს პირველი მივალ და მადლობას გადავუხდი... "  


დღეს, რევოლუციიდან ათი წლისთავზე  ქვეყანაში სხვა პოლიტიკური ფონია. „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაშია. ქვეყანას კოალიცია „ქართული ოცნება"  ხელმძღვანელობს. დღეს, ათი წლისთავზე „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლო სკამზე ზის. ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი  და სხვანი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის"  სათავეში იდგნენ,  ქართველი ხალხის მოთხოვნით სასამართლო განაჩენს ელოდება.  2003 წელს, წმინდა გიორგის დღესასწაულზე დაწყებული  „ვარდების რევოლუცია" ათი წლის შემდეგ ქვეყნის მმართველობას ემშვიდობება...  ემშვიდობება პატიმრების წამების, ბიზნესის დაშანტაჟების, ათასობით უკანონოდ ჩამორთმეული ქონების, ათობით მკვლელობის, მიტინგების სასტიკი დარბევისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის ფონზე...  ემშვიდობება საქართველოს მოსახლეობის 60%-ს, რომელმაც პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილიაირჩია... ემშვიდობება საქართველოს ყოფილი ლედის, სანდრა რულოვსის სიტყვებით: - „ 2013 წლის 17 ნოემბერს არ არის არც ერთი ვარდი, მაგრამ არის ეკლები და ცრემლები"...   


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016