reportiori.ge - ვინ შეკაზმავს ცხენს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:32
სპორტი
ვინ შეკაზმავს ცხენს?
26 ნოემბერი, 2013. 13:02

E ჯგუფი

სტიაუა (რუმინეთი) - შალკე (გერმანია)


„სტიაუას" ევროპის ლიგაზე მოხვედრის მიზერული შანსები შერჩა, თუმცა ხელებაწეული ნამდვილად არ დაუხვდება გერმანელებს და ბოლომდე იბრძოლებს. საკმარისი იქნება კი მათი მონდომება, როცა ქულა მეტოქესაც სჭირდება და ეს მეტოქე შენზე ბევრად ძლიერი „შალკეა"?

სავარაუდოდ გერმანელები უკვე ამ ტურში გაიფორმებენ მერვედფინალის საგზურს.


ბაზელი (შვეიცარია) - ჩელსი (ინგლისი)

 

„ბაზელი" კერკეტი კაკალი კი გამოდგა, მაგრამ მოგეხსენებათ მისი გატეხვაც შეიძლება. ლონდონში სენსაციურ მოგებას, შვეიცარიელებმა ბევრი ვერაფერი შემატეს და ალბათ არც დღეს დაადგებათ კარგი დღე. ჟოზე მოურინიო ის კაცი არ არის, სირცხვილნაჭამმა სამაგიერო არ მიუზღოს მეტოქეს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ასეც განაცხადა: „ყველაფერი უნდა გადაწყდეს აქ და დღეს, ეს სამართლიანიც იქნება და ლამაზიც".

სავარაუდოდ ასეც მოხდება.


ჯგუფი F

არსენალი (ინგლისი) - მარსელი (საფრანგეთი)

 

დიდი შანსია საბრალო „მარსელმა" ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულოს. დღეს ხომ განწირულია და არც მომდევნო ტურში დაადგება კარგი დღე. ინგლისელებს აუცილებლად მოგება სჭირდებათ და პლეი-ოფში გასვლა გარანტირებული ექნებათ.

ვერმოგების შემთხვევაში არსენ ვენგერის გუნდი პრობლემებს ვერ გადაურჩება, რადგან  შესაძლოა, სწორედ „მარსელთან" დაკარგული ქულები აღმოჩნდეს გადამწყვეტი.


ბორუსია (გერმანია) - ნაპოლი (იტალია)


გასული გათამაშების ფინალისტმა, წინა ტურში შინ წაგებით, ძალიან გაირთულა საქმე. ახლა გერმანელებს მხოლოდ ორივე მატჩის მოგება გადაიყვანს პლეი-ოფში. გერმანიის ჩემპიონატში ბოლო ორი შეხვედრის წაგებამ და პრაქტიკულად მთელი დაცვითი ხაზის გამოკლებამ, იურგენ კლოპს აშკარად გუნება გაუფუჭა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე გერმანულ ხასიათსა და სულისკვეთებასთან გვაქვს. თავის მხრივ ცუდი დროება უდგას რაფაელ ბენიტესსაც, იტალიის ჩემპიონატში განცდილმა ზედიზედ ორმა მარცხმა, გუნდში ცუდი ატმოსფერო შექმნა, ხოლო დორტმუნდში წაგება, პრაქტიკულად ჯგუფში ჩარჩენას და ესპანელი მწვრთნელის თავზე დამოკლეს მახვილის გამოჩენას ნიშნავს.


ჯგუფი G

ზენიტი (რუსეთი) - ატლეტიკო (ესპანეთი)

დიეგო სიმეონე ამ შეხვედრას მშვიდ განწყობაზე ხვდება, რადგან ჯგუფში პირველი ადგილი უკვე დაბევებულია; ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებს კი თავს ზემოთ ახტომა მოუწევთ,  რომ პლეი-ოფში გააღწიონ. თუმცა ამაში შეიძლება ესპანელთა უმოტივაციობაც დაეხმაროთ.


პორტუ (პორტუგალია) - აუსტრია (ავსტრია)


სანკტ-პეტერბურგში ფრეს გამორჩენილი ავსტრიელები, დღეს თითქმის უშანსოდ გამოიყურებიან, რადგან „პორტუ" შინ ყოველთვის ძლიერად თამაშობს და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას რომ არ ჩააგდებს, ცხადია. დღევანდელი მოგება შესაძლოა სულაც საკმარისი გამოდგეს ჯგუფიდან გასასვლელად, თუ მადრიდელთა სათადარიგოები თავს „გაიგიჟებენ" და „ზენიტს" ქულებს დააკარგინებენ.


ჯგუფი H

სელტიკი (შოტლანდია) - მილანი (იტალია)

 

ყველაზე წარმატებული შოტლანდიური კლუბი, წელს ყველაზე არაპროგნოზირებად „მილანს" მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში ცხრილში გადაასწრებს კიდეც; თუმცა იყო ყველაზე წარმატებული შოტლანდიაში, არ არის „დაჭრილი" იტალიური გრანდის დამარცხების გარანტია. ალეგრის გუნდს ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო რეაბილიტაცია სჭირდება და იქნებ ძველებურადაც მოიქნიოს კუდი.


აიაქსი (ჰოლანდია) - ბარსელონა (ესპანეთი)


იოჰან კრუიფის ორი კლუბის ჯახი სავარაუდოდ მესამე ადგილის მფლობელს თუ გამოავლენს, თორემ ესპანელებს პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილება; ამასთან უმოტივაციო ბარსაც არანაკლებ საშიშია და მისი დამარცხებისთვის ჰოლანდიელთა კლასი აშკარად არასაკმარისია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016