reportiori.ge - კულტურის სამინისტრო ვილნიუსში ქართული ხელოვნების წარდგენას აგრძელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:54
კულტურა
კულტურის სამინისტრო ვილნიუსში ქართული ხელოვნების წარდგენას აგრძელებს
26 ნოემბერი, 2013. 18:33

ვილნიუსში, ტეატრო არენაში" ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი" დღეს კონცერტს გამართავს.



ანსამბლი "რუსთავი" დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 4000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში. ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.



27 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ვილნიუსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ზაზა ურუშაძის ფილმის მანდარინები" პრემიერა გაიმართება.



ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს. მანდარინები" მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე, ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გადაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.



თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ვილნიუსში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად.



ქართული პროგრამა, საფორტეპიანო ტრიოს სემპრე" კონცერტით გაიხსნა. ლიტვის ეროვნული ფილარმონიული საზოგადოების მცირე დაბაზში თამარ ლიჩელმა (ფორტეპიანო), ლელა მჭედლიძემ (ვიოლინო) და ჰაიკ ბაბაიანმა (ჩელო) დაუკრეს. ასევე შედგა შალვა ალხანაიძის ფოტოგამოფენა - ექსპოზიციას სახელწოდებით თუშეთის გზაზე" გალერეამ AIDAS უმასპინძლა. ვილნიუსში გაიმართა ლექცია-სლიადშოუ ქართული ფოტოგრაფიის ისტორია - 1860-2013". მოეწყო საგანძურის გამოფენაც ლიტვის ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კოლექციის გამოფენა გაიხსნა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016