სამართალი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
25 ივლისი, 2013. 21:23
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მესაზღვრეებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელექანის რაიონის მცხოვრებლები დააკავეს, რომლებიც სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მიმდებარედ, მდ. ალაზნისჭალაში, სასაზღვრო ზოლში ხეებს ჭრიდნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს არსებული სიტუაცია და გამოვლინდა, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 7 006,76 ლარი შეადგინა", - აცხადებენ სამინისტროში.
აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55