reportiori.ge - ბრძოლები მეორე ადგილისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:46
სპორტი
ბრძოლები მეორე ადგილისთვის
27 ნოემბერი, 2013. 16:01

ჯგუფი A

 

ბაიერი – მანჩესტერ იუნაიტედი

შახტარი – რეალ სოსიედადი

 

დევიდ მოიესს ინგლისში კრიტიკოსები მოუმრავლდა, ლევერკუზენში წაგება მასაც დააზარალებს და არც გუნდს წაადგება, ფრე ორივესთვის მისაღები შედეგი ჩანს, მით უმეტეს, რომ მათ ძირითად კონკურენტს „შახტარს“ არც თუ იოლი მატჩი ელის „სოსიედადთან“. ბასკები ჯგუფში ბოლო ადგილზე კი არიან, მაგრამ დიდი იმედი აქვთ, რომ კარს ხმაურიანად გაიჯახუნებენ.

 

 

ჯგუფი B

 

იუვენტუსი – კოპენჰაგენი

რეალი – გალათასარაი

 

ყველაზე მეტი ინტრიგა ამ ქვეჯგუფში შემორჩა. პირველი ადგილი „რეალმა“ უკვე დაიბევა, მეორეზე გასვლის შანსი კი სამივე კლუბს აქვს. იტალიელებმა დღეს იქნებ იოლად აჯობონ დანიელებს, მაგრამ შემდეგ სტამბოლში ურთულესი შეხვედრა ელით და სწორედ იქ გადაწყდება იღბლიანი მეორე ადგილის მფლობელის ვინაობა. „რეალს“ პირველობას ვერავინ შეეცილება, მაგრამ უმოტივაციო მადრიდელებიც კი ძალიან სახიფათონი არიან და ალბათ „გალათასარაი“ მომდევნო შეხვედრისთვის შეინახავს ძალებს.

 

 

ჯგუფი C

 

ანდერლეხტი – ბენფიკა

პ.ს.ჟ. – ოლიმპიაკოსი

 

ამ ჯგუფში პირველი და ბოლო ადგილის ბედი გარკვეულია. მეორე გამსვლელის ვინაობა „ბენფიკა“ – „ოლიმპიაკოსის“ დაუსწრებელ დუელში გადაწყდება. უკეთესი შანსი ბერძნებს აქვთ, რადგან ბოლო ტურში შინ „ანდერლეხტს“ მასპინძლობენ და მოგების შემთხვევაში საგზურსაც ინაღდებენ. პ. ს. ჟ. არც დღევანდელ შეხვედრაში გამოიდებს დიდად თავს, რადგან უქმეებზე „ლიონთან“ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელოდება; თუმცა საკუთარ მოედანზე წაგება მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის.

 

 

ჯგუფი D

 

ცსკა – ბაიერნი

მანჩესტერ სიტი – ვიქტორია

 

 

D ჯგუფში კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ დარჩა. პლეი-ოფში  გერმანელები და ინგლისელები გავიდნენ; ევროპა ლიგაზე, სავარაუდოდ, რუსები გადაერთვებიან. გასარკვევია პირველ სტრიქონს რომელი გუნდი დაიკავებს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულისთვის II ადგილი შეუფერებლად მოსჩანს და ბავარიელებიც მოსკოვში მოსაგებად ითამაშებენ. „სიტის“ დიდად  არც მეორეობა დაამწუხრებს, თუმცა ჩეხების განადგურებას მაინც ეცდებიან.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016