reportiori.ge - შავ ზღვაზე ულტრაიისფერი ინდექსის მაღალი მაჩვენებლის გამო გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:54
საზოგადოება
შავ ზღვაზე ულტრაიისფერი ინდექსის მაღალი მაჩვენებლის გამო გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 11:19

ზაფხულის პერიოდში ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) მონაცემების მიხედვით ფიქსირდება. 
აღნიშნულიდან გამომდინარე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ურჩევს მოსახლეობას, ზაფხულის პერიოდში, დილის 11.00 საათიდან საღამოს 16.00 საათამდე, მზის გულზე ყოფნას მაქსიმალურად მოერიდონ. 
"გასულ საუკუნეში ადამიანის მიერ შექმნილმა ნივთიერებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დედამიწის ოზონის შრეს, რომელიც მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს. მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად მიღებული დამწვრობა მკვეთრად ზრდის კანის სიმსივნით დაავადების ალბათობას. ადამიანის თვალი ძალიან მგრძნობიარეა მზის მავნე გამოსხივების მიმართ და თვალის კატარაქტით დაავადებათა ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მისგან არის გამოწვეული. ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს. შესაბამისად, აუცილებელია დავიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან. კერძოდ, შუადღისას 30 წუთზე მეტს მზეზე ნუ გავჩერდებით; მზეზე გარუჯვისას გამოვიყენოთ შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები; დავიხუროთ ქუდი ან გამოვიყენოთ ქოლგა; კანი შეძლებისდაგვარად დავიცვათ ტანსაცმლით; დავიცვათ თვალები მზის სათვალით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016