reportiori.ge - მეუფე ზენონი რუსეთში პატრიარქის ვიზიტს ეხმიანება: ნეტავ კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ვედრების ვიზიტები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:52
საზოგადოება
მეუფე ზენონი რუსეთში პატრიარქის ვიზიტს ეხმიანება: ნეტავ კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ვედრების ვიზიტები?
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 12:14

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) facebook-ის საკუთარ გვერდზე მოსკოვში საქართველოს ეკლესიის დელეგაციისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრას გამოეხმაურა:

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ანექსია მოახდინა საქართველოს ტერიტორიის, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ინტენსიურად ჩადის რუსეთში. ყველა მიხვდება, რომ ეს განპირობებულია მცდელობით, იქნებ რუსეთთან დათბეს ურთიერთობები და უარყოს მის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სუვენერულ სახელწიფოებად აღიარება. ნეტავ, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ვედრების ვიზიტები და ეს ყოველივე რით დასრულდება?!", - წერს მეუფე ზენონი.

 მეუფემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვლადიმირ პუტინისა და ილია მეორის შეხვედრის ამსახველი ოფიციალური ფოტოც გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა დაურთო:

რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა, იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ - ღმერთს ვთხოვ, რომ ამჯერად მაინც არ დასრულდეს საბა-სულხანის მსგავსად, დღევანდელი ვედრება საქართველოს ეკლესიისა..."

მართლაც რომ უბედურებაა, როდესაც ზოგიერთი გულისტკივილშიც კი ნეგატივს ხედავს. მართლაც დიდი ადამიანი იყო მარკუს ავრელიუსი, კაცი, რომელსაც ტაძარი დაუდგეს მის სიცოცხლეში, საიმპერატორო კვარცხლბეკიდან იმზირებოდა და წერდა : „ცნობასუსტნი არიან ყოველი მეხოტბენი", სხვა რა უნდა თქვა, როდესაც დაწერილში დედააზრს ვერ კითხულობენ და დაპირისპირების ძიებით სულდგმულობენ. „მორწმუნე ჩემი მონაა, განათლებული მორწმუნე ჩემი მეგობარი. ხოლო მონამ არ იცის რას ფიქრობს თავის ბატონი" - ამბობს უფალი. აქვე დავამატებ იმას, რასაც ამ სტატიაში ადგილი არ მიჩენია, მიუხედავად იმისა, ჩემს პოსტზე აღმინიშნავს : მართლმადიდებელი ეკლესია ერთი სხეულია სამყაროში. ამიტომ ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია თანაბრად ინაწილებს ურთიერთ პასუხისმგებლობას იმ ერზე, რომელიც ეთნიკურად მრავალეროვანია, მაგრამ იესო ქრისტეს სისხლის მიერ ერთ ერად არის სახელდებული, როგორც ერი „საზეპური" და „ახალი ისრაელი". წინასწარმეტყველი იეზეკიელი ამბობს  „ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს , მე, უფალი საბაოთი მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს". შეხედეთ, იეზეკიელი ამბობს ხალხის, ანუ ერების და ტომების წინააღმდეგ აღმართულ მახვილზე და მაშინ , როდესაც საკითხი ეხება ერთი ბარძიმიდან ზიარებულ „ქრისტეში ერთ ერზე" მითუმეტეს რა სიტყვა უნდა იყოს მიმგებელი წინაშე ღმერთისა, რომელიც გაამართლებს, ან თავს აარიდებს სამართალს უფლისა. ამდენად მჩაგვრელობა საქართველოსადმი, რასაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან, პირველ ყოვლისა, რუსეთის ეკლესიის მიერ არის დასაგმობი. ვიდრე ამ დაგმობას არ მოვისმენთ, ვერ ვიტყვით, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის ეკლესიის მიერ იესო ქრისტეს სიმართლეში დაცულია. დაე, ეს ჩემი წერილი იყოს სამხილი იმ „ფსევდო პატრიოტებისთვის" და „ფსევდო მართლმორწმუნეთათვის", ვისთვისაც თეთრის და შავის გარჩევა ჯერ კიდევ ძნელად საზიდ ტვირთად მიჩნეულა",-წერს მეუფე იმ გამოუხმაურებების საპასუხოდ, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016