reportiori.ge - უკრაინის პრეზიდენტს ანგელა მერკელმა ხელი არ ჩამოართვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:26
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტს ანგელა მერკელმა ხელი არ ჩამოართვა
29 ნოემბერი, 2013. 13:02

ვილნიუსში, საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების და აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების ხელმოწერის ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ანგელა მერკელმა ხელი არ ჩამოართვა. ამის შესახებ რუსული სააგენტო НР2 იუწყება.


გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერის საზეიმო ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ბელორუსის წარმომადგენლის გვერდით იჯდა და თვითმხილველთა ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელმა მერკელმა მას ხელი არ ჩამოართვა.


სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და მოლდოვასგან განსხვავებით, უკრაინამ ევროკავშირთან ხელი არაფერს მოაწერა.


ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, გვიან საღამოს არაოფიციალურ მიღებაზე ანგელა მერკელსა და ლატვიის პრეზიდენტ, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.


"უკრაინაში საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარებაა. მინდოდა, რომ თქვენ მოგესმინათ ჩემთვის. სამნახევარი წელიწადია, მარტო ვარ არათანაბარ პირობებში უძლიერეს რუსეთთან", - ისმის შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც უკრაინულ მედიაში გავრცელდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016