reportiori.ge - ნოდარ ხადური: მომავალი წლის ბიუჯეტი 9 014 000 000 ლარი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:26
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მომავალი წლის ბიუჯეტი 9 014 000 000 ლარი იქნება
29 ნოემბერი, 2013. 15:01

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და მომავალი წლის ბიუჯეტი 9 014 000 000 ლარი იქნება.


დღეს განვიხილეთ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დღესვე გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტი გავთლილია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდასა და 3,5%-იან დეფლატორზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 29 342 000 000 ლარი. ამასთან, საერთო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილია 7 230 000 000 ლარის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტი კი 3,9% იქნება. ერთი სიტყვით, მომავალ წელს ბიუჯეტი მთლიანად 9 014 000 000 ლარს დახარჯავს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


მისივე განმარტებით, იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ასევე განათლების სფეროს და მეცნიერების სფეროს დაფინანსება.


თუკი მეცნიერების სფეროსთვის 2012 წელს 18 000 000 იყო გამოყოფილი, ახლა ეს მაჩვენებელი 49 000 000 შეადგენს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016