reportiori.ge - კიევში აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:40
მსოფლიო
კიევში აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია
30 ნოემბერი, 2013. 11:13

სპეცდანიშნულების რაზმმა "ბერკუტმა" რეზინის ხელკეტების გამოყენებით კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეები დაარბია. ამის შესახებ, უკრაინული მედია იუწყება.


გვიან ღამით დამოუკიდებლობის მოედანზე დარჩენილი ათასამდე ადამიანის წინააღმდეგ "ბერკუტმა" ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.


აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, მომიტინგეებს რეზინის ხელკეტებს ურტყამდნენ, აქციის რამდენიმე მონაწილე სერიოზულად დაშავდა. უკრაინელი დეპუტატის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებით, ათეულობით სტუდენტია დაკავებული.


უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მილიციის განცხადებით, მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის მოედანზე ხშირი კანონდარღვევის გამო მიიღეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016