reportiori.ge - რა დაპირისპირებები დაიწყო „ნაცმოძრაობაში“?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:51
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა დაპირისპირებები დაიწყო „ნაცმოძრაობაში“?!
ავტორი:
30 ნოემბერი, 2013. 14:22

„ალია" უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა და პარტიის აღმასრულებელ მდივნად, ანუ გენმდივნის (ვანო მერაბიშვილი) მოვალეობის შემსრულებლად მიხეილ მაჭავარიანი აირჩიეს. ასევე, ვწერდით იმაზეც, რომ მაჭავარიანის „დაწინაურებამ" პარტიაში სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. მართალია, სტატიის გამოქვეყნებისთანავე „ნაცმოძრაობის" ლიდერებმა, გოკა გაბაშვილმა, სერგო რატიანმა და გიორგი თევდორაძემ ყველაფერი უარყვეს, გავრცელებულ ინფორმაციას სისულელეც კი უწოდეს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, როცა სირაქლემას თავი ქვიშაში აქვს ხოლმე წარგული, ერთი ადგილი მაინც უჩანს. მეტიც, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბევრი „ნაციონალი" ბობოლა დარჩა უმუშევარი, პარტია დაიყო სამდივნოებად... თუმცა მსუყე ადგილები მაინც არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი და შიგნით თანამდებობისთვის ერთმანეთს დაერივნენ:


1. გიგა ბოკერია, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის დაჯგუფება, რომელშიც შედიან ირმა ნადირაშვილი, გოკა გაბაშვილი, მიშა მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, ლევან თარხნიშვილი, გივი თარგამაძე... მათთან ერთად ასევე მოიაზრებიან დათო დარჩიაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ მიშა მაჭავარიანის აღმსრულებელ მდივნად არჩევით, თუმცა ადგილობრივ არჩევნებამდე მის გადაყენებაში აზრს ვერ ხედავენ;


2. ბაჩო ახალაიას დაჯგუფება, რომელშიც შედიან ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ანდრო ბარნოვი, აკო მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ნინო კალანდაძე, ლევან ბეჟაშვილი, თენგიზ გუნავა და პაატა ლეჟავა;


3. გიორგი ვაშაძისა და დათო საყვარელიძის დაჯგუფება, რომელსაც მხარს უჭერენ კაკო ბობოხიძე და დათო კირკიტაძე.


პარტიის სხვა ცნობილი სახეები - პალიკო კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი ცდილობენ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას.


დაჯგუფებებს შორის წარმოშობილი დაპირისპირების ძირითადი მიზეზია პარტიაში გავლენების მოპოვება და საკუთარი ინტერესების გატარება.


მორიგი „სხადნიაკი" „ნაციონალებს" 30 ნოემბერს აქვთ ჩანიშნული, სადაც უნდა აირჩიონ პარტიის სამდივნო. ბოკერიასა და უგულავას დაჯგუფების კანდიდატურები არიან მიშა მაჭავარიანი, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, ირმა ნადირაშვილი და ზურა ჭიაბერაშვილი. ირმა ნადირაშვილი იქნება მედიასთან ურთიერთობის მდივანი, გიგა ბოკერიას დაეკისრება პარტიის პოლიტიკის მთავარი სტრატეგიის წარმართვა, ხათუნა გოგორიშვილს - საარჩევნო თემატიკა (ალბათ, გაყალბების უახლესი ტექნოლოგიების შემუშავება). ამ დაგჯუფებაში ფიქრობენ, რომ მიშა მაჭავარიანის წინააღმდეგ განწყობილი ჯგუფები პოლიტსაბჭოს სხდომაზე სხვა კანდიდატებს წარადგენენ ერთი მიზეზით - პარტიის განვითარებისთვის ახალი სახეებია საჭირო. არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში დადგეს მიშა მაჭავარიანის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ თანამდებობაზე განიხილება გიორგი ვაშაძისა და ანდრო ბარნოვის კანდიდატურები. ასევე, განიხილებოდა ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა, მაგრამ მან უარი თქვა მოუცლელობის გამო.


მიშა მაჭავარიანის გუნდის წევრებს ძალიან ეშინიათ პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებისა. როგორც „ალიას" სანდო წყარო ატყობინებს, მათ სააკაშვილს შეუთვალეს - ესენი მაჭავარიანის აყირავებას აპირებენ, რამე იღონეო. სააკაშვილს უთქვამს, - ყველას დავურეკავ და ვეტყვი,რომ ეს არ გააკეთონო.


ბაჩო ახალაიას დაჯგუფებაში შეთანხმდნენ შემდეგ კანდიდატებზე: პარტიის აღმასრულებელი მდივანი - ლევან ბეჟაშვილი, საერთაშორისო მიმართულებების მდივანი - გიგა ბოკერია, პარტიის პოლიტიკისა და სტრატეგიის მდივანი - ანდრო ბარნოვი, რეგიონალური მდივანი - ნუგზარ წიკლაური, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - სერგო რატიანი, მედიასთან ურთიერთობის მდივანი - ირმა ნადირაშვილი ან ნინო კალანდაძე. ჯერ გადასაწყვეტია, თუ ვის ჩააბარებენ საარჩევნო თემატიკას, არჩევანი გასაკეთებელია დათო საყვარელიძესა და გიორგი ვაშაძეს შორის. დაჯგუფების მთავარ მიზანს წარმოადგენს ანდრო ბარნოვის სამდივნოში შეყვანა, ამ პირობით მზად არიან, დაუთმონ მიშა მაჭავარიანს აღმასრულებელი მდივნობა და ირმა ნადირაშვილს - მედიასთან ურთიერთობის მდივნობა.


გიორგი ვაშაძე გეგმავს თავისი კანდიდატურის დაყენებას პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე. ის განწყობილია რადიკალურად და მიშა მაჭავარიანის დატოვების შემთხვევაში თავის ადგილს პარტიაში ვერ ხედავს, აპირებს „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას. გიორგი ვაშაძის ჯგუფიდან დათო კირკიტაძეს სურს რეგიონალური მდივნის თანამდებობის დაკავება და პოლიტსაბჭოს სხდომაზე აპირებს კანდიდატურის დაყენებას. ამ სხდომაზე დასწრებას აპირებს ლევან ვარშალომიძე, რომელიც იქნება განსახილველ საკითხებზე მიშა სააკაშვილის პოზიციების გამხმოვანებელი. სააკაშვილი ამ დროისთვის კვლავაც არ იქნება თბილისში.


მოსალოდნელია, რომ პოლიტსაბჭო ჩატარდება დაჯგუფებებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე, შესაძლოა დამარცხებულმა მხარეებმა დატოვონ პარტია, რაც „ნაცმოძრაობას" დაშლის წინაშე დააყენებს. მე დასაწყისში ვახსენე უმუშევრად დარჩენილი ბობოლა „ნაციონალები"... ერთია ფინანსური მხარე, მეორეა - გავლენა და ინტერესები. მოდით, ბარემ ისიც ვაღიაროთ, პარტიაში ახალგაზრდები ებრძვიან დამყაყებულ ძალებს გოგორიშვილისა და მაჭავარიანის სახით. ამ დროს ვის მხარეს იხრება თვით მიხეილ სააკაშვილი? ის ისევ დამყაყებულ სიტუაციას ირჩევს და ვინაიდან მაჭავარიანის ძმას გიორგი მარგველაშვილის კარზე აქვს ფესვი გადგმული, ფიქრობს, აქედან სათავისოდ რაიმეს გამოადნობს. გარდა ამისა, სააკაშვილი შიშობს, რომ მას ახალგაზრდული ფრთა უღალატებს და პარტიიდან საერთოდ მოიშორებს. მაშ ასე, 30 ნოემბერი, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის დღე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ვინც წააგებს, ის წავა... სად? საკითხავი, აი, ეს არის...


გაზეთი „ალია"

გელა ზედელაშვილი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016