ძიგარო კანოს მემორიალი დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, დღეს ვარლამ ლიპარტელიანი ავიდა კვარლცხბეკის მესამე საფეხურზე.ნახევარფინალამდე ვარლამმა უპრობლემოდ გააღწია, აქ მასპინძელ ბეიკერსაც ვაზარით უგებდა, მაგრამ იაპონელისთვის ცოტა უცნაური გვარის პატრონმა ჯერ იუკო მიითვალა, შემდეგ ვაზარი და... დადგა.
აღარც თვითონ ჭიდაობდა და არც ვარლამს აძლევდა ილეთის გაკეთების საშუალებას. მსაჯებიც მშვიდად ადევნებდნენ თვალს იაპონელის აშკარა პასიურობას. მთელი ორი წუთი აცალეს და ფინალისკენ გზაც დაულოცეს. რეპეშაჟის ფინალში ლიპარტელიანმა მალევე გაუკეთა ვაზარით შეფასებული ორი გდება კიდევ ერთ იაპონელს და როგორც უკვე მოგახსენეთ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დანარჩენმა ქართველებმა პირელივე ორთაბრძოლები დათმეს და ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ.