reportiori.ge - მეორე ბრინჯაო დიდი სლემიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:25
სპორტი
მეორე ბრინჯაო დიდი სლემიდან
01 დეკემბერი, 2013. 12:25

ძიგარო კანოს მემორიალი დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, დღეს ვარლამ ლიპარტელიანი ავიდა კვარლცხბეკის მესამე საფეხურზე.ნახევარფინალამდე ვარლამმა უპრობლემოდ გააღწია, აქ მასპინძელ ბეიკერსაც ვაზარით უგებდა, მაგრამ  იაპონელისთვის ცოტა უცნაური გვარის პატრონმა ჯერ იუკო მიითვალა, შემდეგ ვაზარი და... დადგა.


აღარც თვითონ ჭიდაობდა და არც ვარლამს აძლევდა ილეთის გაკეთების საშუალებას. მსაჯებიც მშვიდად ადევნებდნენ თვალს იაპონელის აშკარა პასიურობას. მთელი ორი წუთი აცალეს და ფინალისკენ გზაც დაულოცეს. რეპეშაჟის ფინალში ლიპარტელიანმა მალევე გაუკეთა ვაზარით შეფასებული ორი  გდება კიდევ ერთ იაპონელს და როგორც უკვე მოგახსენეთ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დანარჩენმა ქართველებმა პირელივე ორთაბრძოლები დათმეს და ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016