reportiori.ge - უკრაინაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:24
მსოფლიო
უკრაინაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
02 დეკემბერი, 2013. 10:29

უკრაინის სპეცრაზმმა "ბერკუტმა" კიევის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები დაშალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი "ბერკუტი" მაიდანზე, ინსტიტუტის ქუჩისკენ დაიძრა და მომიტინგეები ეროვნული ბანკის მიმართულებით გადაისროლა.   სპეცრაზმი ხელკეტებით უსწორდებოდა ყველას, ვინც კი გზაში გადაეყრებოდა. დემონსტრანტები თავდაცვას ცდილობდნენ.


ქუჩებში ათობით დაშავებული ადამიანია. შეტევაზე "ბერკუტის" გადასვლამდე მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმით აღებას ცდილობდნენ.


კიევის საავადმყოფოებში უკრაინის სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ათეულობით ადამიანია მოთავსებული. გუშინ, ერთი საათის განმავლობაში ქალაქის გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოში 20 ადამიანი მიიყვანეს. მათ ძირითადად ტრავმები თავის არეში, ხელკეტების დარტყმის შედეგად აქვთ მიყენებული. 
შედარებით მძიმეა ერთი ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ფეხებში ხმაურიანი და მანათობელი ყუმბარა აუფეთქდა. მას ფეხების ღია მოტეხილობა აქვს. 


შეტაკებების დროს დაშავებულები კიევის სხვა საავადმყოფოებშიც იმყოფებიან.
მომიტინგეების დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ.

უკრაინაში დღეიდან, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016