reportiori.ge - საარტილერიო მომზადების სკოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამზადელი კურსები მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:28
საზოგადოება
საარტილერიო მომზადების სკოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამზადელი კურსები მიმდინარეობს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 15:53

ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის" საარტილერიო სკოლაში ოთხი სხვადასხვა სწავლება მიმდინარეობს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო ოფიცრის ძირითად კურსს, ქვემეხის მეთაურის კურსს, 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნის სექციის გათვლის ნომრების მომზადებისა და მოწინავე მოთვალთვალეების მომზადების კურსებს ესწრებიან.

საარტილერიო ოფიცრის ძირითად კურსზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები არიან მივლენილი. მსმენელები საარტილერიო მომზადების კურსზე 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს ეცნობიან.

ქვემეხის მეთაურის კურსს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედროები ესწრებიან. კურსის მიზანს საარტილერიო საშუალებების მეთაურთა მომზადება წარმოადგენს.

 60 მმ-იანი ნაღმტყორცნის სექციის გათვლის ნომრების მომზადების კურსზე მივლენილი სამხედრო მოსამსახურეები კი უკვე ასრულებენ სასწავლო პროგრამას. საბრძოლო სროლების დროს სამხედრო მოსამსახურეების მოქმედება და ცეცხლის წარმოების სიზუსტე მოწმდება.

სამხედროებს მეცადინეობები საარტილერიო მომზადების სკოლაში სპეციალურ სიმულაციების დარბაზში უტარდებათ. საარტილერიო კურსი 8 კვირა გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ სამსახურს.

ეროვნული სასწავლო ცენტრის საარტილერიო მომზადების სკოლა პერმანენტულად ახორციელებს არტილერისტების გადამზადების პროგრამებს, რომლის მიზანსაც საარტილერიო დანაყოფებში მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016