reportiori.ge - რუსი მესაზღვრეები ქარელის რაიონში მავთულხლართების გავლებას აგრძელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:34
კონფლიქტები
რუსი მესაზღვრეები ქარელის რაიონში მავთულხლართების გავლებას აგრძელებენ
03 დეკემბერი, 2013. 13:08

ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი კვირის წინ დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გასწვრივ, რუსმა მესაზღვრეებმა სოფლის მთელ პერიმეტრზე, ე.წ. საზღვრის გავლების სამუშაოები განაახლეს.


ადგილობრივი მოსახლეობის განცხადების თანახმად, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ღოღეთის კუთვნილი 15 ჰექტარი მიწის ფართობია მოქცეული.


მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ტყეში შეშის მოსაჭრელად შესვლას ვერ ახერხებენ, სხვა გასათბობი საშუალების შესაძენად კი სახსრები არ გააჩნიათ.


საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებული სოფლების მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან დაპირებული შეშის ვაუჩერების დარიგებას ითხოვენ. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016