reportiori.ge - ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს ვარსკვლავს გაუხსნიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:56
კულტურა
ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს ვარსკვლავს გაუხსნიან
ავტორი: ანა შანიძე
05 დეკემბერი, 2013. 11:44

30 დეკემბერს, საქართველოს პირველი ტელევიზიის 57 წლისთავთან დაკავშირებით, მისი პირველი წამყვანების ვარსკვალავები გაიხსნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზიის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში ვარსკვლავებს საზეიმოდ გაუხსნის ტელეწამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს.


სამივე წამყვანი საქართველოს ტელევიზიის სათავეებთან მისი დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, იდგა. ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად იწყებს. სხვადასხვა დროს მას საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები მიჰყავდა. სატელევიზიო მოღვაწეობის გარდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე კინოშიც აქტიურად მონაწილეობდა. იგი გადაღებულია ფილმებში: ყვავილი თოვლზე", „თოჯინები იცინიან", „პაპა გიგია", „არაჩვეულებრივი გამოფენა" და სატელევიზიო ფილმიმზე ჭიქაში".


ლია მიქაძე მაყურებელში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა, გარდა მხატვრული სახის გადაცემებისა, მას ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხშირად მიჰყავდა საზეიმო შეხვედრები თუ კონცერტები. ცნობილია, რომ მისით თავად ფიდელ კასტრო იყო მოხიბლული.

 

შურიკო მაჭავარიანი საქართველოს ტელევიზიაში გახსნის დღიდან მივიდა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაყურებლის წინაშე წარდგა, დიქტორ ალექსანდრა ლელუაშვილ-მაჭავარიანს ცნობილ ქართულ ფილმებშიც გადასაღებადაც ხშირად იწვევდნენ. იგი გახლდათ ცნობილი ქართველი პოეტის - იოსებ ნონეშვილის მუზა, პოეტმა სწორედ მას მიუძღვნა ცნობილი ლექსი: "შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა". ეს და კიდევ მრავალი სხვა ლექსი იოსებ ნონეშვილმა სწორედ ალექსანდრა მაჭავარიანს მიუძღვნა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016