reportiori.ge - დეიმონ უილსონი: საქართველო და მოლდოვა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ახერხებენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:26
მედია
დეიმონ უილსონი: საქართველო და მოლდოვა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ახერხებენ!
05 დეკემბერი, 2013. 12:36

„ცხოვრება პუტინის მეზობლად", - ამ სახელწოდებით აქვეყნებს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ბლოგს, სადაც იგი  რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის ანალიზს აკეთებს. მისი თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო და მოლდოვა რუსეთის მხრიდან არსებული ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ახერხებენ.


ბლოგის ავტორი ასევე  სვამს კითხვას - რამდენ ხანს შეძლებენ საქართველო და მოლოდვა წინააღმდეგობის გაწევას? - უილსონი აღნიშნავს, რომ რუსეთი მეზობლების დასუსტებისა და დაყოლიების პოლიტიკით,  ევროპისა და ამერიკისთვის არასანდო პარტნიორებად აყალიბებს.


ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ბლოგში რუსეთის მიმართ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასაც ეხმიანება.

 

„მიუხედავად საქართველოს მთავრობის ახალი ძალისხმევისა, მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რუსეთმა ღობეების აღმართვის პროცესი დაიწყო. რითაც ცდილობს არაღიარებულ  ე.წ. საზღვრებს, რომელიც საქართველოს მისი სეპარატისტული რეგიონებისგან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან გამოყოფს მუდმივმოქმედი სტატუსი მიანიჭოს", - წერს ავტორი.

 

უილსონი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს მოანწილეობის გარეშე პუტინმა შესაძლებელია ევროპაში ახალი გამყოფი ხაზის შექმნით  წარმატებას მიაღწიოს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016