reportiori.ge - პარლამენტში ცრუ განგაშის ავტორი დაკავებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:21
სამართალი
პარლამენტში ცრუ განგაშის ავტორი დაკავებულია
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 19:12

 სამართალდამცველებმა ქუთაისში ცრუ განგაშის ავტორი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დადასტურა. შსს-ს განცხადებას "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ: 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1942 წელს დაბადებული, ქუთაისში მცხოვრები ომარ ფ. ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულმა 26 ივლისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და განაცხადა, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობა აფეთქდებოდა.

სამართალდამცველები შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ ადგილზე. მათ შენობიდან დეპუტატებისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს. ამკრძალავი ლენტით შემოისაზღვრა პერიმეტრი. ადგილზე, შესაბამისი წესების დაცვით, შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს. დაახლოებით ერთსაათიანი მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა.

 

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლით)."-აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016