logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკური ძალა, რომელიც ტერორით მართავდა ქვეყანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს
- +

30 მაისი. 2016. 18:15


პოლიტიკური ძალა, რომელიც ტერორით მართავდა ქვეყანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს და აცხადებს, რომ მოქალაქეებს მიზანმიმართულად მიექოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების დამახინჯებული სურათი.


„პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი, ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიჰყვება, რადგან, მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად  ითვლება.

 

მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, რაც ბევრში გულგატეხილობისა და სასოწარკვეთის განცდას იწვევს. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი", - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner