logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტის შენიშვნები გასაზიარებელია
- +

31 მაისი. 2016. 17:42



პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები გასაზიარებელია.



ვფიქრობ, წარმოდგენილი შენიშვნები გასაზიარებელია და დიდი ალბათობით მოხდება შეთანხმება. ძალიან კარგია, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის არის ურთიერთგაგება და თუ იქნა ბოლომდე გათვალისწინებული და შეთანხმება მიღწეული, დიდი ალბათობით ვეტოს მხარს დავუჭერთ", - განაცხადა ხუნდაძემ.



საქართველოს პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner