logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ინვესტორების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოსაზიდად დამატებითი ინსტრუმენტები და წახალისებაა საჭირო
- +

20 ივნისი. 2019. 13:25

 

„ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი მექანიზმი, სადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო ძალიან დიდ შეღავათს ნახულობს იმიტომ, რომ შეუძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებში არამარტო თავისი რესურსი დახარჯოს, არამედ კერძოც მოიზიდოს და ამ ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნას მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი სამუშაო ადგილი, დასაქმდეს მეტი ოჯახი. მეორე მხრივ, კერძო ინვესტორი ისარგებლებს ისეთი მექანიზმით,  რომლის დროსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების რისკები გადანაწილებულია სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის. საუბარია სხვადასხვა ტიპის რისკებზე, მათ შორის, სამშენებლო, საბაზრო, პოლიტიკური და სხვ“, - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე საჯარო - კერძო თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა.

 

მინისტის განცხადებით, საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, მაგრამ, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ინვესტორების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოსაზიდად გარკვეული დამატებითი ინსტრუმენტები და წახალისებაა საჭირო. ნათია თურნავას თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს კერძო-საჯარო თანამშრომლობის ის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner