„უკვე დროა, რომ ყველამ ვიტვირთოთ პასუხიმგებლობა და თამაშებს თავი დავანებოთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” ფრაქციის წევრმა კობა კობალაძემ „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ნიკა მელიას საკითხის განხილვისას ყველანაირი სტანდარტი დაცული გახლდათ. უკვე დროა, რომ ყველამ ვიტვირთოთ პასუხიმგებლობა და თამაშებს თავი დავანებოთ. აზრის გამოხატვის პრობლემატიკამ, ასევე იმან, რომ იმას გული არ ვატკინოთ, ამას გული არ დავწყვიტოთ, ეს ქვეყანა უკვე თითქმის კეფაზე დააგდო. ჩვენ არაფერს ვიგონებთ და შტურმი რეალურად განხორციელდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე. დაზარალებულები იყვნენ როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან, ისე სამართალდამცველების მხრიდანაც. გამოიკვეთა აგრესორების კონკრეტული შემადგენლობა და ასევე იდენტიფიცირებულნი არიან ორგანიზატორებიც.
თითოეულმა ჩვენგანმა პასუხიმგებლობა უნდა იტვირთოს საკუთარ ქმედებაზე. მე არავითარი პიროვნული პრობლემა ვინმეს მიმართ არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ვართ ამ სახელმწიფოს შვილები და უნდა ვაგოთ პასუხი ნებისმიერ ჩვენს ქმედებაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ნიკა მელიას უბრალოდ უფლებამოსილება შეუჩერდა და მიმდინარეობს ძიების პროცესი. მე რომ მკითხოთ, არცერთი დეპუტატი თავისი იმუნიტეტით არ უნდა განსხვავდებოდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისგან“, - განაცხადა კობა კობალაძემ.