logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: აქციის დამარბეველთა შორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილის ძმაც იყო
- +

27 ივნისი. 2019. 13:26

 

 

პოლიტიკის ექსპერტი მამუკა არეშიძე „2020NEWS“-თან აცხადებს, რომ 21 ივნისის აქციის დარბევაში „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილის ძმა მონაწილეობდა.

 

ასევე, ექსპერტი აცხადებს, რომ აქციაზე  ადამიანებისთვის სახეში დამიზნებით სროლა სპეცრაზმელების პირადი ინიციატივა იყო.

 

„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რეზინის ტყვიების გამოყენება პროვოკაციის ნაწილი, ხოლო სახეში დამიზნებით სროლა სპეცრაზმელების პირადი ინიციატივა იყო. 21 ივნისისა და წინა აქციები ერთი და იმავე ადამიანებმა დაარბიეს. დანამდვილებით ვიცი, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე  აქციის დარბევაში ზურაბ ადეიშვილის ერთ-ერთი მოადგილის ძმა მონაწილეობდა.

 

იმ სპეცრაზმის ხელმძღვანელი, რომელმაც 26 მაისის აქცია სასტიკად დაარბია, 21 ივნისის აქციის დარბევაშიც იღებდა მონაწილეობას. თუ  ასე არ არის, ხელისუფლებამ საზოგადოებას გაგებინოს, რომ ბოლოს ნათქვამი ინფორმაცია ტყუილია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner