logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე: ეს ხილი აუცილებლად უნდა გასინჯოს ჩვენმა მოსახლეობამ
- +

3 ივლისი. 2019. 16:05

 

 

„თუ საქართველში შეთანხმებები ვერ შედგა და ისტორიის მანძილზე, ასეთი არაერთი მაგალითი გვინახავს, შემდეგ თავისთავად სხვა მოთხოვნილება წამოვა და ეს იქნება ცუდი. ალბათ, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც მოუნდება, რომ ამ მარათონში მონაწილეობა მიიღოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში ითვალისწინებს.

 

ალექსანდრე ქანთარიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემის ცვლილების ახალი ფორმა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ადეკვატურია და პოლიტიკური ძალების პოლარიზებას სხვა სიბრტყეში გადაიტანს, თუმცა, საქართველოს პარლამენტს ამგვარი გამოცდილება არ გააჩნია.

 

„ყველა ხედავს, რა შედეგებს ვიმკით და ამ პოლარიზებას სხვა სიბრტყეში გადაიტანს. ყველა, ვისაც პარტია აქვს და ოდნავ გარკვეული გავლენა აქვს ამომრჩეველზე, თუნდაც მცირერიცხოვანი, 15 ათასამდე, შესაძლებლობა მიეცემა შევიდეს პარლამენტში. ამის შედეგი როგორი იქნება, მომავალში ვნახავთ, რადგან არ გვაქვს გამოცდილება. ვხედავთ, რომ მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, რომლებიც წელიწადში სამ არჩევნებს ატარებს, იმიტომ, რომ ვერ ახერხებენ კოალიციის შექმნას, ან ახერხებენ რამდენიმე თვის შემდეგ. თუ აღმოაჩნდება ყველას შესაბამისი პასუხისმგებლობა, კულტურა, წინდახედულება, შეიძლება რაღაც მოხერხდეს.

 

მგონია, რომ ეს ხილი აუცილებლად უნდა გასინჯოს ჩვენმა მოსახლეობამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას ექნება მიზეზი საუბრის, რომ ამას არ ვაკეთებდით და ამიტომ ვართ ასეთ დღეში. ეს ხილი გასასინჯია და მწარე აღმოჩნდება თუ ტკბილი, მათზე იქნება დამოკიდებული, ვინც მოიყრის პარლამენტში თავს. რისკები რა თქმა უნდა არსებობს და არ მაქვს ილუზია, რომ გარკვეული დროის, 7-10 წლის შემდეგ აუცილებლად დადგეს ერთპიროვნული, ძლიერი პატრონის, ძლიერი პრეზიდენტის სურვილი, თუ ამ პროცესმა ვერ გაამართლა“,- განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner