logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გუბაზ სანიკიძე ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს
- +

2 ივნისი. 2016. 13:30



უმრავლესობის წარმომადგენლი გიორგი ვოლსკი „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.



მართალი გითხრათ, გამიკვირდა გუბაზ სანიკიძის განცხადება. მგონია, რომ სანიკიძეს უნდა შეეფასებინა თვითონ განცხადება და გარკვეული პასაჟები ამ მოხსენების. ვფიქრობ, გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თვითონ ჰგონია და გამოხატა. ვფიქრობ, გუბაზ სანიკიძე ცდება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



„ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ღია წერილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაწერილი არ არის და მისი ავტორი - ივანიშვილის გარემოცვა „არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანებითაა დაკომპლექტებული".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner