logo_geo
eng_logo
„მომწონს თამაზ მეჭიაურის იდეები“ - შალვა ხაჭაპურიძე პოლიტიკაში მიდის
- +

2 ივნისი. 2016. 16:40



ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პოლიტიკაში მიდის. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, ის დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, რადგან მისი იდეები ადვოკატისთვის მისაღებია.


„ჯერჯერობით თამაზ მეჭიაურსა და ჩემს შორის მიმდონარეობს კაცური, მეგობრული ქართული ურთიერთობა. არ გამოვრიცხავ, ეს ყოველივე პოლიტიკასაც შეეხოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურ მოთამაშედ გამოვჩნდე ქართულ პოლიტიკაში. უფრო სწორად, შესაძლოა კი არა, პოლიტიკაში ვიქნები 100 %-ით, რადგან  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მშვიდად ვერ დავაკვირდები. სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ამას მალე შეიტყობთ. რაც შეეხება თამაზ მეჭიაურს, რა იდეებსაც ის აჟღერებს, ეს ჩემთვის მისაღები და მოსაწონია", - განაცხადა ადვოკატმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner