logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ
- +

3 ივნისი. 2016. 17:15


განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საფუძველი არ არის.



საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს", - განაცხადა განათლების მინისტრმა.



ჯეჯელავას თქმით, მისი განათლების მინისტრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.



განხილვის პროცესში ვიყავით რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამას პირდაპირი გაგებით შემოთავაზებას ვერ დავარქმევთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ორმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner