logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს აშშ-ის ელჩის მოსაზრება
- +

3 ივნისი. 2016. 19:14


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ზუსტად და არასწორი ინტერპრეტაციის გარეშე იცოდეს აშშ-ის ელჩის მოსაზრება.



საქართველოს ხელისუფლებაც და მოსახლეობაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვგრძნობთ აშშ- მხარდაჭერას თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ცხადია, აშშ- ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვისმენთ და აღვიქვამთ, როგორც მეგობრის, კეთილისმსურველის პოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ზუსტად და არასწორი ინტერპრეტაციის გარეშე იცოდეს ელჩის მოსაზრება. ელჩი პოზიტიურად აფასებს კორცხელთან დაკავშირებულ რეაგირებას. რაც შეეხება რუსთავი 2"-ის საქმეს: იან კელიმ ხაზი გაუსვა და პირველ რიგში შეეხო სასამართლოს დამოუკიდებლობის და პროცესის ობიექტურობის მნიშვნელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი საქციელი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს სასამართლო მოხელეს ან მთელ ინსტიტუტს, ისევე, როგორც ეს ხდება მის ქვეყანაში", - განაცხადა კახა კალაძემ.



ვიცე-პრემიერის თქმით, ელჩმა ასევე ზოგადი განცხადებისას აღნიშნა, რომ მაგალითად ამერიკაში საარჩევნო წელს ოპოზიციური მედიის მფლობელის და მენეჯმენტის შეცვლა იქნებოდა მიუღებელი და იმედი გამოთქვა, რომ ეს არც საქართველოსთვისაა მისაღები.



თუმცა, ელჩმა განცხადების დასაწყისშივე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი კომენტარი სახეცვლილად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით ყველას ახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარიც, დიახ, ზუსტად იგივე გზავნილი იყო გაჟღერებული, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება ხელს აძლევდეს ამ საკითხში ჩარევა, ხელისუფლება პირველ რიგშია დაინტერესებული პროცესის ობიექტურად წარმართვით და განსაკუთრებით საარჩევნო წელს არავის სურს არხის მენეჯმენტში ან სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებების ხილვა, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის და არ გვსურს ჩვენი კომენტარები გაგებული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენად", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner