logo_geo
eng_logo
ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება
- +

23 ოქტომბერი. 2019. 17:28

 

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბულიწყუში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად გაეცნენ. პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 114880 ლარს შეადგენს სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

 

ინფრასტრუქტურული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა. ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობამ სტიქიის პრევენციისა და დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მშენებლობისთვის 2100000 ლარი გამოუყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner