logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება საფრთხის შემცველია და ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ
- +

24 ოქტომბერი. 2019. 14:01

 

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება საფრთხის შემცველია და ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ", - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ოკუპანტის და მარიონეტული რეჟიმის განცხადებას იმდენად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რამდენადაც ისინი საფრთხეს შეიცავენ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობენ. ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ, დაასაბუთონ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელსაც იწვევენ იმით, რომ ორი თვეა ჩაკეტილი აქვთ ე.წ. გადასასვლელი პუნქტები და გზა ახალგორში და ასევე, ამ განცხადებით, საზოგადოებას წინასწარ ამზადებენ, რომ არ არის გამორიცხული, თვითონ მოაწყონ პროვოკაცია და როგორც ოკუპანტის სტილშია, მერე დააბრალონ ქართულ მხარეს. ამიტომ, ერთი მხრივ, არანაირი სიმართლის ნატამალი არ არის ამ განცხადებაში, მაგრამ მეორე მხრივ, საფრთხის შემცველია და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ჩემი აზრით, ეს არის მორიგი პროვოკაციის მზადების პროცესი, რომელიც ცხოვრებას გაურთულებს ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner