logo_geo
eng_logo
ქუთაისში გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნება
- +

25 ოქტომბერი. 2019. 12:26

 

 

დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისში, ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის გიგა ლორთქიფანიძის  მემორიალური დაფა გაიხსნება, რომელიც სარაჯიშვილის # 49-ში, რეჟისორის დედისეულ სახლზე განთავსდება.

 

ცერემონიალს რეჟისორის ოჯახის წევრები, მეგობრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

გიგა ლორთქიფანიძე რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, ასზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის - მათ შორის, „დათა თუთაშხიას“ ავტორია.

 

1954-1956 წლებში ლორთქიფანიძე ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1996 წელს რეჟისორი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner