logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი სვანეთში რეზო ფალიანი იქნება
- +

26 ოქტომბერი. 2019. 23:11

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი სვანეთში რეზო ფალიანი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

 

„მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, გიორგი გულბანი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამსონ ბრეგვაძე, მირზა ლიპარტელიანი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ვეტერანებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო -ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი თანამშრომელი, რეზო ფალიანი წარუდგინეს.

 

რეზო ფალიანი აფხაზეთის ომის ვეტერანია. იგი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტში, რაც ადგილობრივი ვეტერანებისთვის უწყებასთან კომუნიკაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

წარდგენას, ასევე, ესწრებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელმაც უწყების ახალ თანამშრომელს ყველა იმ საკითხში აღუთქვა დახმარება, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის ძირითად გამოწვევებს წარმოადგენს  და რომელთა გადალახვაც, ბენეფიციართა ყოფას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამისათვის ბატონმა მერმა დღესვე გადადგა  ქმედითი ნაბიჯები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანს ამ თანადგომისა და გულისხმიერებისათვის, ბატონ რეზოს ფალიანს კი წარმატებებს უსურვებს!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner