logo_geo
eng_logo
მაია ბათიაშვილი: უინსტონ ჩერჩილი რთული ადამიანი იყო, მაგრამ მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი ცოლი...
- +

27 ოქტომბერი. 2019. 01:15

 

ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უინსტონ ჩერჩილი და მისი მუღლე კლემენტინა 57 წელი იყვნენ ცოლ-ქმარი. ჩერჩილს ძალიან უყვარდა თავისი ცოლი. ის რთული ადამიანი იყო და მასთან ცხოვრება არ იყო მარტივი. უხიაგი ხასიათის, ჯიუტი, ის სვამდა, ბევრს სვამდა, შეიძლება ითქვას, ლოთობდა კიდეც. ის ლოგინში ეწეოდა სიგარას და მთელი ლოგინი, მისი პიჟამა სულ ამომწვარი და სიგარის ბოლით იყო გაჟღენთილი. მის ცხოვრებაში იყო დაცემაც და აღმაფრენაც. ის არასდროს ნებდებოდა, იბრძოდა, ეცემოდა და ისევ ფეხზე დგებოდა. ჩერჩილი ურთიერთობაში ხშირად აუტანელი იყო, არავის უსმენდა, მოლოდ საკუთარი ხმა ესმოდა. ის არც ისე სიმპათიური იყო და არც სპორტით დაკავებულა ოდესმე, მაგრამ მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი ცოლი, მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. თუმცა ზოგჯერ არც მის ხმას უგდებდა ყურს, მგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კლემენტინა ხშირ შემთხვევაში ვერ აგებინებდა თავის სათქმელს, არც ერთხელ არ უკომფლიქტია მეუღლესთან. კლემენტინამ ხერხს მიმართა, დაიწყო ქმრისთვის წერილების, შეტყობინებების წერა, სადაც სიყვარულით თხოვდა, უსწორებდა, მხარს უჭერდა ქმარს ან რბილად მიჰყავდა სწორ საქციელამდე. თავისი წერილების ბოლოს პატარა გულს ხატავდა, ჩვენ რომ უგზავნით ჩვენ საყვარელ ადამინებს სმს- ის დროს, ისე. ჩერჩილიც კითხულობდა ამ სიყვარულით სავსე წერილებს და იცვლებოდა უკეთესობისკენ. მას ძალიან ეხმარებოდა მეუღლის ზოგჯერ კრიტიკული, მაგრამ სითბოთი გამთბარი წერილები. ასეთი სახით ჩერჩილის ბრძენი ცოლი თავს არიდებდა ოჯახურ უთანხმოებას. ისინი არასოდეს ჩხუბობდნენ და უინსტონს არასდროს უღალატია მისთვის, თუმცა, დაოჯახებამდე მექალთანე იყო. ჩერჩილი ხანდაზმულობისგან გარდაიცვალა. კლემენტინას აღარ სურდა საყვარელი ადამიანის გარეშე სიცოცხლე. ერთხელაც, როცა მეუღლის საწერ მაგიდას ალაგებდა, ხელნაწერებში მზერით უინსტონის სიტყვებს წააწყდა. ის მიხვდა, რომ ეს სიტყვები მისთვის იყო განკუთვნილი. ეს მის კითხვებზე, მის ტკივილზე პასუხი იყო. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, ზეციდანაც კი ეხმარებოდა და ძალას აძლევდა.

 

„არასოდეს დანებდე - არასოდეს, არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ დანებდე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ღირსებას ან ჯანმრთელ აზრს. არასდროს დაემორჩილო მოწინააღმდეგე ძალას, რაც არ უნდა თვალხილული იყოს“. და კლემენტინა არ დანებდა. მთელი თავისი დარჩენილი დრო მეუღლის სახელის სამუდამოდ დამკვიდრებას მოახმარა, მისი ხელნაწერები გამოცა და მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან თავის უსაყვარლეს კაცთან, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა და რომელსაც თვალდახუჭულ ენდობოდა“, - წერს ბათიაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner